მსოფლიოპოლიტიკა

რუს რეჟისორს ნიკიტა მიხალკოვს ესპანეთსა და იტალიაში ვილებსა და ვენახებს ჩამოართმევენ

რუსი რეჟისორი, კრემლის აქტიური დამცველი ნიკიტა მიხალკოვი დასავლეთის სანქციების ქვეშ მოხვდა. მისი სახელი იმ ადამიანთა „შავ სიაშია“ შეტანილი, რომლებისთვისაც ევროკავშირის საზღვრები დაიკეტა.

უახლოეს მომავალში რეჟისორს ჩამოართმევენ მამულებს იტალიასა და ესპანეთში. იტალიაში მიხალკოვს ვილა, ვენახები და ღვინის ქარხანა აქვს.

ცნობილია, რომ რეჟისორი ხშირად ისვენებს ტოსკანის მამულ „ლა მადონაში,“ სადაც მდიდრული სახლის გარდა თითქმის 12 ჰექტარზე გაშენებული ვენახი და ღვინის ქარხანა აქვს. მიხალკოვი თავის იტალიურ მამულში წითელ, თეთრ, მშრალ, ნახევრად მშრალ, სულ ათზე მეტი სახეობის ღვინოს აწარმოებს. იტალიაში დაწურული ღვინის გაყიდვა მიხალკოვმა მოსკოვში 7 წლის წინათ დაიწყო და მისი ღვინოები რუსულ რესტორნებს დღემდე შეუფერხებლად მიეწოდება.

სანქცირების შემდეგ მას ესპანეთის ვილასაც ჩამოართმევენ. მიხალკოვის ვილა ანდალუსიაში რამდენიმე მილიონ ევროდაა შეფასებული.

commersant.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close