ფიროსმანის უცნობი ფოტო აღმოჩნდა? – ხაშურის სამუზეუმო გაერთიანება ცდილობს, დაადასტუროს საკუთარი ვარაუდის სისწორე
ხაშურის სამუზეუმო გაერთიანებამ რკინიგზის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ამ დრომდე უცნობი ფოტო გამოფინა, რომელზეც, მათი ვარაუდით, ერთ-ერთი პიროვნება შესაძლოა ფიროსმანი იყოს. როგორც ცნობილია, გენიალური მხატვარი ერთი პერიოდი ხაშურში რკინიგზაზე მუშაობდა მემუხრუჭე კონდუქტორად. სამუზეუმო გაერთიანება აღნიშნავს, რომ მათი მიზანია, საზოგადოებასთან ერთად გაარკვიოს საკუთარი ვარაუდის სისწორე.
„ძვირფასო მეგობრებო, გუშინ ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დარბაზში გახსნილი დროებითი გამოფენის: „რკინიგზა ხაშურში -150“ გახსნაზე საზოგადოების წინაშე პირველად წარვადგინეთ ფოტო, რომელზეც, ჩვენი აზრით, სხვა პიროვნებებთან ერთად, ნიკო ფიროსმანი უნდა იყოს გამოსახული. რასაკვირველია, გვაქვს ჩვენი მოსაზრებები, რითაც აზრს, რომ ფოტოზე ფიროსმანია გამოსახული, კიდევ უფრო განვამტკიცებთ:
6. მას ძალიან უყვარდა ევროპული ტანსაცმელი, მისი ჩაცმულობა ფოტოზე ნათლად ჩანს. სხვათა შორის, ფოტოზე გამოსახულ ყველა პიროვნებას (სავარაუდოდ, ოსტატებსა და შეგირდებს) ახურავს, ან წინ უდევს ამქრის წევრების ქუდები, გარდა ჩვენთვის საინტერესო პიროვნებისა;
7. ფოტოზე ფიროსმანი აღბეჭდილია სწორედ იმ წრის ადამიანებთან, რომელ წრეშიც ის მუდამ ტრიალებდა; პიროვნება, ვისი ოჯახიდანაც ფოტო წამოვიღეთ, იოსებ ლომსაძე, დედის მხრიდან, არის შთამომავალი თევდორაშვილების ცნობილი ოჯახიდან, რომლებიც ძირძველი ხაშურელები და ვაჭართა წარმომადგენლები იყვნენ. ოჯახის დიდი პაპა, კოლია თევდორაშვილი ხელოვანი ადამიანი, ხაშურის თეატრის მსახიობი იყო;
8. გთხოვთ, ყურადღება გაამახვილოთ ჩვენ მიერ მინიშნებული პიროვნების სახეზე (ვარცხნილობა, წვერი, თვალის ჭრილი, ასიმეტრიული სახე, ყურის ფორმა და ა. შ.)
ძვირფასო მეგობრებო, ბუნებრივია, გვესმის, რამხელა პასუხისმგებლობაა ასეთი განაცხადის გაკეთება ჩვენგან, ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმისგან, მაგრამ საზოგადოებისთვის მიგვინდვია განსჯა.
ბედნიერები ვიქნებით, თუ ჩვენი ვარაუდების კიდევ უფრო განმტკიცებას შევძლებთ“, – წერს ხაშურის სამუზეუმო გაერთიანება საკუთარ FB გვერდზე.
კომენტარები