ტოპმოდელი დევა კასელი, მონიკა ბელუჩის და ვენსან კასელის ქალიშვილი, პირველად მონაწილეობს კინოსურათში, ამრიგად, მისი დებიუტი კინოში შედგა. ამის შესახებ Variety წერს.
“La bella estate” („მშვენიერი ზაფხული“) – ასე ჰქვია ლაურა ლუკეტის დრამას, რომელშიც დევა თამამი და პროვოკაციული მოდელის, ამელიას როლს თამაშობს. ფილმს საფუძვლად უდევს ჩეზარე პავეზეს ამავე სახელწოდების რომანი, რომელმაც 1950 წელს პრესტიჟული იტალიური ლიტერატურული პრემია Premio Strega მიიღო და ბევრ ენაზე ითარგმნა.
ფილმში მოქმედება ვითარდება 1938 წელს ტურინში (იტალია). 18 წლის დევას გმირი – ამელია თავის უმცროს მეგობარ ჯინიას (მსახიობი – ილე იარა ვიანელო) არტისტთა ბოჰემურ საზოგადოებას აცნობს და გოგონას პირველი სიყვარული ეწვევა.
ფილმი „მშვენიერი ზაფხული“ ლაურა ლუკეტის მეორე სრულმეტრაჟიანი კინოსურათია. პირველი – „ტყუპისცალი ყვავილი“ 2018 წელს გამოვიდა.
იტალიური სავაჭრო კომპანია True Colours-ი ფილმის გაშვებას AFM-ზე იწყებს.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები