ქართველები უცხოეთშიკრიმინალი

საფრანგეთში კბილის ჯაგრისების ქურდობის ბრალდებით ორი ქართველი დააკავეს

საფრანგეთში, ბეარნის ოლქში (Béarn), კომუნა თეზში (Thèze) კბილის ჯაგრისების ქურდობის ბრალდებით ორი ქართველი დააკავეს. ავტომობილში მათ 65 შეკვრა კბილის ჯაგრისი და შოკოლადები აღმოაჩნდათ. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.

გამოცემის ცნობით, ფურგონი, რომლითაც 50 და 53 წლის ორი მამაკაცი გადაადგილდებოდა, 9 სექტემბერს სუპერმარკეტის ძარცვის საქმეში ფიგურირებდა და პოლიცია ეძებდა. მამაკაცების ამოცნობა მარკეტთან დაყენებული ვიდეოკამერების ჩანაწერებით გახდა შესაძლებელი.

როგორც გამოცემა წერს, ისინი კბილის ელექტროჯაგრისის თავებს იპარავდნენ იმისთვის, რომ საქართველოში გაეყიდათ.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close