ჰოროსკოპი

ზოდიაქოს 4 ნიშანი ფენომენალური ინტუიციით

ინტუიცია უცნაური და იდუმალი რამ არის. ზოგი ყოველდღიურად განიცდის საოცარ შეგრძნებებს, ზოგს მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდი ახსოვს თავისი ცხოვრებიდან, რომელიც ინტუიციას უკავშირდება, ზოგიერთს კი განსაკუთრებით ძლიერი კავშირი აქვს საკუთარ ქვეცნობიერთან.

ხშირად ინტუიცია დამოკიდებულია დაბადების დროზე. ამბობენ, რომ ზოდიაქოს ნიშნებს, როგორიცაა: კირჩხიბი, სასწორი, მორიელი და თევზები – ყველაზე ძლიერი ინტუიცია აქვთ. თუ მზე, მთვარე ან მერკური რომელიმე ზემოაღნიშნული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ მოხვდება, მაშინ ადამიანმა უბრალოდ „რაღაცები იცის“ და შინაგან ხმას ყურადღება უნდა მიაქციოს.

ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლებმა აუცილებლად უნდა მოუსმინონ შინაგან ხმას, რადგან მათი ინტუიცია თითქმის უტყუარია.

 

კირჩხიბი

კირჩხიბებს ყოველთვის შეუძლიათ სხვისი გრძნობების გამოცნობა. მაშინაც კი, თუ ყველანაირად ცდილობთ დათრგუნოთ თქვენი გრძნობები და შეინარჩუნოთ სახის სერიოზული გამომეტყველება, კირჩხიბს მაინც ვერაფერს დაუმალავთ. კირჩხიბი ძალას მთვარისგან – ემოციებისა და ქვეცნობიერი გრძნობების მმართველი პლანეტისგან იღებს. ყველაზე უკეთ ამ ნიშნის წარმომადგენლებს ესმით, რა ხდება თქვენთან რეალურად. მათ შეუძლიათ თითქმის ზებუნებრივად მარტივად იგრძნონ, ვის აქვს საუკეთესო ზრახვები და ვის – ძალიან ცუდი. თუ კირჩხიბი გენდობათ, ეს იმიტომ ხდება, რომ გულის სიღრმეში იცის, თქვენი ნდობა ნამდვილად შეუძლია.

 

სასწორი

სასწორის ნიშნის წარმომადგენლები ძალიან დაკვირვებულები არიან და შეუძლიათ საგნების შთამბეჭდავი სიცხადით დანახვა. სასწორი ყველაფერს მიუკერძოებლად უყურებს, ამიტომ მათი ინტუიცია ძალიან ზუსტი და ნამდვილად სანდოა. როგორც საღი აზრისა და წონასწორობის ზოდიაქოს ნიშანს, მათ შეუძლიათ სიტუაციის დანახვა ცრურწმენების გარეშე, რის გამოც მათი თვალსაზრისი ობიექტურია და საკუთარი მოსაზრებებით არ არის შეფერადებული. ეს ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ განასხვაონ, რა არის რეალურად და რა უნდათ, რომ იყოს (ადამიანები ხშირად სიტუაციას სწორედ ამ გადმოსახედიდან აფასებენ, თვითონ რა უნდათ, რომ იყოს, ამიტომ არასწორ სურათს ქმნიან). ამ ნიშნის წარმომადგენლებს ინტუიცია კონფლიქტების დაძლევასა და რთულ სიტუაციებში კარგად მანევრირებაში ეხმარებათ.

 

მორიელი

უტყუარი ინტუიციის თვალსაზრისით მორიელი ყოველთვის ორი ნაბიჯით უსწრებს დანარჩენებს. როცა ის თვალებში გიყურებს, იქმნება შთაბეჭდილება, რომ პირდაპირ სულში გწვდება, იმდენად ძლიერია ამ ნიშნის წარმომადგენლების ინტუიცია. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმეტესობას ურჩევნია სიმართლეს თავი აარიდოს, მორიელი დაპროგრამებულია, რომ მუდმივად სიმართლე ეძებოს. ეს იმიტომ, რომ მორიელს მართავს პლუტონი -ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის პლანეტა, ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური ციური სხეული. ეს საშუალებას აძლევს მორიელს, ადვილად დაივიწყოს ლოგიკური დასკვნები და გარკვეული გადაწყვეტილებები თავისი ინტუიციური მოსაზრებების შესაბამისად მიიღოს.

 

თევზები

თევზები წარმოუდგენლად მგრძნობიარე წყლის ნიშანია. ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ ყველაზე ფაქიზი ვიბრაციებიც კი შეამჩნიონ. თევზებს სხვებზე ადრე ეცოდინება, რომ რაღაც არასწორია. ზოდიაქოს ეს ნიშანი დაკავშირებულია სულიერების მე-12 სახლთან და, ასევე, მას მართავს ნეპტუნი, ოცნებების პლანეტა. მათ ყველაზე უკეთ იციან, რომ სიმართლე ხშირად ბევრად უფრო რთული და იდუმალია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ისინი მჭიდრო კავშირში არიან თავიანთ ქვეცნობიერთან და, საბედნიეროდ, მათი ინტუიცია თითქმის ყოველთვის „ხედავს“ ნებისმიერ ცვლილებას. ინტუიცია თევზებთან სიზმარშიც კი შეიძლება მოვიდეს.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close