საზოგადოებასაქართველო

ქვეყნის სიმდიდრე და საგანძური – 100 წლის მეცნიერი ელენე აბაშიძე და 90 წლის ექიმი ნონა მოდებაძე

ჭიათურაში სახალხო დღესასწაული „ჭიათურობა 2022“ გაიმართა.  ქალაქის წლის მთავარი ღონისძიების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ჭიათურის საპატიო მოქალაქეების არჩევის საზეიმო ცერემონია გახდა.

საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ: 100 წლის მეცნიერს, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორს ელენე აბაშიძეს და 90 წლის ექიმ-თერაპევტს, 55 წლიანი მუშაობის პრაქტიკის მქონე ნონა მოდებაძეს.

მათთან ერთად ეს საპატიო ტიტული ქალაქის სხვა მოამაგეებმაც მიიღეს:

ცნობილმა პედიატრმა, ჭიათურაში ბავშვთა ჯანდაცვის სამსახურის მესაძირკვლეების, ყარამან და ირაკლი ფაღავას შთამომავალმა, პროფესორმა ყარამან ფაღავამ;

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის დეკანმა, ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული-სახელმწიფო თეატრის ყოფილმა მთავარმა რეჟისორმა ანდრო ენუქიძემ;

ჭიათურა-საჩხერის მწერალთა გაერთიანების წევრმა, არაერთი კრებულისა და ლექსის ავტორმა, პოეტმა იზო ცარციძემ;

ქალაქის ქალთა კონსულტაციის გამგემ, მეან-გინეკოლოგმა ციური სარალიძემ.

გარდაცვალების შემდეგ საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ: ცნობილ პედაგოგს, ჭიათურის მესამე საშუალო სკოლის ლეგენდარულ დირექტორს ნატო მუმლაძეს; სახელოვან ჭიათურელ ფეხბურთელს, თბილისის „დინამოს“ ყოფილ მოთამაშეს ზურაბ წერეთელს; კულტურის ღვაწლმოსილ მუშაკს, ჭიათურის კულტურის სახლის ყოფილ დირექტორს ოვა ბაქრაძეს; გამოჩენილ ჭიათურელ ფეხბურთელსა და მწვრთნელს, მრავალი ნიჭიერი და წარმატებული ფეხბურთელის აღმზრდელს გურამ (ჯადული)  იობაშვილს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close