ქართველები უცხოეთშისპორტი

„მოდით, გაიცანით კვარაცხელიას დაო… მადლობა თქვენს ქვეყანას, კვარაცხელია რომ გაზარდაო!“ – ნეაპოლში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის ემოციური ისტორია

ფეისბუქ ჯგუფის „ემიგრანტები იტალიაში“ ადმინისტრატორი Mari-Ka ჯგუფში ემოციურ პოსტს აქვეყნებს ამბავზე, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას გამო ნეაპოლში გადახდა თავს. 

„ნაპოლის” გამარჯვებით გახარებულებს [„ნაპოლიმ“ 23 ოქტომბერს „რომა“ დაამარცხა სტუმრად 1:0 – რედ.], სასიამოვნო პოსტს შემოგთავაზებთ. მოკლედ, რაც ხვიჩა “ნაპოლიში“ გადმოვიდა, მთელ იტალიაში შეიცვალა ქართველების მიმართ დამოკიდებულება, ამაში ყველა დამეთანხმება, ნეაპოლში მცხოვრები ქართველები კი – განსაკუთრებით.

გუშინდელ ამბავს მოგიყვებით: ისეთ უბანში ვიყავი, სადაც შედარებით ნაკლები უცხოელები არიან, ტანსაცმლის მაღაზიაში ვარჩევდი რაღაცებს, კონსულტანტი მომიახლოვდა, დახმარება შემომთავაზა და, იტალიელი ხარო? არა-მეთქი. მიყურებს და, აბა, ჯორჯიანაო? თქვენც ჩვენსავით ლამაზები ხართო!

…ეძახის სხვა კონსულტანტს, მოდიო აქო, ეს კვარაცხელიას და არისო 😅 (რახან ქართველი ვიყავი ანუ 😅) დაუძახა ყველას, მოდით, გაიცანით კვარაცხელიას დაო 😅 ბევრნი ხართ ქართველები იტალიაშიო? კი-მეთქი. რა მაგარია, რო ბევრი ხართო ხვიჩას ქვეყნიდანო. თან ემატებიან და ემატებიან 😃 მოდის ერთი და გეფიცებით, დაიჩოქა, მადლობა ღმერთს და მადლობა თქვენს ქვეყანას, კვარაცხელია რომ გაზარდაო!

ალბათ ხვდებით ხომ, რა დამემართებოდა! მერე სხვა მოდის და ჩუმად, საიდუმლო ხმით და გამომეტყველებით მეუბნება: ჩემი ცოლი ეჭვიანობს ხვიჩაზეო! არადა მართალია, მართლა შემიყვარდაო 😅 ასეა მთელ ნეაპოლში, გარეგნულადაც გვცნობენ და „კვიჩა“, „კვარაშელა“, „კვარა“ ყოველ ნაბიჯზე ისმის, რომ მოგაძახებენ და თან გიღიმიან!

ფოტოზეც ერთ-ერთი კომუნის ჟურნალია! სადგურზე, ბილეთების ჯიხურში დევს, უფასოდ არიგებენ და თუ აღმოაჩინეს, რო ქართველი ხარ, მასე მარტივად ვეღარ დაუსხლტები, სანამ კარგად არ „ავარჯიშებ“ „კვარაცხელიას“ გამოთქმაში, მანამდე არ შეგეშვებიან 😅. სამსახურში ხო, სადაც ვმუშაობ, ყველას „ხვიჩა, ხვიჩა“ აკერია პირზე 😃 ერთი მეუბნება, გოლს რომ გაიტანს, სულ მინდა დაგირეკო, მარა მრცხვენიაო 😅მეორეს ხმოვანი აქვს ტელეფონში, როგორ ვკარნახობ „ხვიჩა კვარაცხელია“, ვუსმენ ხოლმე და კარგად გამოთქმა უნდა ვისწავლოო, დაამუღამა, სხვათა შორის 🫣 გასაყიდად გამოტანილი 77 ნომერი მაისური ჩვეულებრივი ამბავია, აქამდე პირადად მხოლოდ 10 ნომერს ვამჩნევდი ხოლმე. მოკლედ, საოცარი განწყობა სუფევს ირგვლივ და ეს ჩვენი ბიჭის, ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებაა !! ♥️ დამეთანხმებით ალბათ, რომ ასეა და გთხოვთ, კომენტარებში თქვენი თავგადასავლებიც გაიხსენოთ“, – წერს Mari-Ka.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close