ქართველები უცხოეთში

პოლონეთში ავარიის დროს დაღუპული საქართველოს მოქალაქეების ვინაობა ცნობილია

პოლონეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს სამი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 5 დაშავდა.

გავრცელებული ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევას მარნეულის მუნიციპალიტეტის აზიზკენდში მცხოვრები 22 წლის ალი აბდულაევი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ბირლიკის მკვიდრი 34 წლის ქერემ ბაირამოვი ემსხვერპლნენ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინაა მესამე გარდაცვლილი.

ავარია 21 ოქტომბერს პოლონეთში, პოზნანის მახლობლად, დაახლოებით 17:30 საათზე მოხდა – ავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close