ეკონომიკასაქართველო

20 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმორიცხეს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 17 ოქტომბერს ფულადი გზავნილების ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში უცხოეთიდან საქართველოში 387 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, რაც წინა თვესთან შედარებით 85%-ით მეტია.

ქვეყნებს შორის პირველ ადგილს კვლავ რუსეთის ფედერაცია იკავებს, საიდანაც მიღებული გზავნილები მიგრანტთა გადმორიცხვებია. მეორე პოზიციაზე იტალიაა, საიდანაც 36 მილიონი დოლარი შემოვიდა, მესამეზე კი 29 მილიონით აშშ-ია.

1. რუსეთის ფედერაცია – $174 მლნ, მატება წინა წელთან 351%
2. იტალია – $36 მლნ, მატება წინა წელთან 7%
3. აშშ – $29 მლნ, მატება წინა წელთან 17%
4. საბერძნეთი – $18 მლნ, კლება წინა წელთან -8%
5. ყირგიზეთი – $18 მლნ, მატება წინა წელთან 417%
6. ისრაელი – $16 მლნ, მატება წინა წელთან 7%
7. გერმანია – $16 მლნ, მატება წინა წელთან 47%
8. ყაზახეთი – $10 მლნ, მატება წინა წელთან 72%
9. თურქეთი – $10 მლნ, კლება წინა წელთან -1%
10. სომხეთი – $9 მლნ, მატება წინა წელთან 677%
11. ბელარუსი – $7 მლნ, მატება წინა წელთან 1312%
12. აზერბაიჯანი – $5 მლნ, კლება წინა წელთან -42%
13. ესპანეთი – $4 მლნ, კლება წინა წელთან -5%
14. გაერთიანებული სამეფო – $4 მლნ, მატება წინა წელთან 124%
15. საფრანგეთი – $4 მლნ, მატება წინა წელთან 12%
16. ტაჯიკეთი – $3.8 მლნ, მატება წინა წელთან 320%
17. პოლონეთი – $2.8 მლნ, კლება წინა წელთან -11%
18. უზბეკეთი – $2.7 მლნ, მატება წინა წელთან 323%
19. ირლანდია – $2.4 მლნ, მატება წინა წელთან 41%
20. კანადა – $2.0 მლნ, მატება წინა წელთან 14%

2022 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 32.0 მლნ აშშ დოლარი (91.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის სექტემბრის (29.2 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 9.4%-ით მეტია.

bm.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close