ქართველები უცხოეთშისპორტი
„ეს დღე შენთვის იყო, პატარა ქართველო გმირო“ – კვარაცხელიამ გამარჯვება მარიტას ხსოვნას მიუძღვნა
ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ ფორმით ბოლო შეხვედრაში არა მხოლოდ კარგი თამაშით გამოიჩინა თავი – ის მოედანზე გამოვიდა ხელზე სამკლაურით, რომელზეც ეწერა „მარიტა“.
21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ამით გამოხატა მწუხარება ვაკის პარკში ტრაგიკულად დაღუპული 13 წლის ჩოგბურთელის, მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების გამო და ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების ტკივილი გაიზიარა.
„ბოლონიასთან“ მოგებული მატჩის შემდეგ კი ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა:
„ეს დღე შენთვის იყო, პატარა ქართველი გმირო“, – წერს ინსტაგრამზე ქართველი ფორვარდი „სტადიო მარადონაზე“ მოგებული მატჩის შემდეგ.
კომენტარები