ჰოროსკოპი

ზოდიაქოს 5 ნიშნის ბედნიერი წარმომადგენლები, რომლებიც ყველაზე დიდხანს ცოცხლობენ

ხანგრძლივ სიცოცხლეს მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესი და სწორი ფსიქოლოგიური დამოკიდებულება როდი განაპირობებს. ჩვენთვის დათმობილ დროზე შეიძლება გავლენა ზოდიაქოს ნიშანმაც იქონიოს. ასეთი ურთიერთობა ასტროლოგებმა აღმოაჩინეს და ჰოროსკოპის ტოპ-5 ლიდერი გამოავლინეს, რომლებიც განსაკუთრებით ადვილად გადალახავენ ხანდაზმულ ასაკობრივ ზღვარს და მუდამ ხალისიანები და მხიარულები რჩებიან. საინტერესოა, ვინ არიან ეს იღბლიანები, ვის უწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები ყველაზე ხანგრძლივ სიცოცხლეს?

 მორიელი

მორიელი ზოდიაქოს ერთ-ერთი ნიშანია, რომელიც გატაცებულია სილამაზით და მაქსიმალურად ზრუნავს საკუთარ თავზე. ამ ნიშნის წარმომადგენლები საკუთარი თავის მოვლისთვის არც ფულს იშურებენ და არც დროს. მორიელებს  არ მოსწონთ კაშკაშა მაკიაჟი, ყოველ შემთხვევაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ამიტომ ისინი დიდ ყურადღებას აქცევენ კანის შესაძლებლობებს და უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან.

იგივე ეხება ტანსაცმლის სტილს: ტანსაცმლის არჩევისას ისინი ხშირად ეწინააღმდეგებიან მოდის ტენდენციებს და, ძირითადად, კლასიკას მიჰყვებიან (შესაძლოა იმიტომ, რომ მინიმალიზმი ურჩევნიათ). ასეა თუ ისე, მორიელის უცვლელი იმიჯი მრავალი წლის განმავლობაში მისტიკურად აისახება მის პიროვნებაზე და, ზოგადად, სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.

ტყუპი

ტყუპების შემხედვარე, ბევრისთვის შეიძლება საკმაოდ რთული იყოს იმის ამოცნობა, თუ რამდენი წლისები არიან ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები. ეს იმიტომ ხდება, რომ ჭკვიანმა ტყუპებმა იციან, როგორ გამოირჩეოდნენ და, რაც მთავარია, როგორ დაუკავშირდნენ ადამიანებს ისე, რომ თავიანთი ქარიზმის მორევში ჩაითრიონ, თუმცა მათი ლამაზი გარეგნობის შენარჩუნებაში მხოლოდ კომუნიკაციური თვისებები როდია ჩართული.

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები საკმარისად ძლიერი ნებისყოფის მქონენი არიან, რომ წლების განმავლობაში დაიცვან სწორი კვების რეჟიმი. ამ მხრივ, ტყუპებმა დისციპლინა უნდა ასწავლონ – უბრალოდ, უნდა უყუროთ, როგორ  ამბობენ უარს ფასტფუდზე, საღამოს ექვსი საათის შემდეგ წყვეტენ ჭამას ან დილით შვრიის ფაფას ამზადებენ,  რაც პირდაპირ გავლენას ახდენს მათ სხეულზე,  აიძულებს მას საათის მსგავსად იმუშაოს – განა ეს არ არის სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო?

კურო

სანამ კითხვას დასვამთ, რამდენი წლისაა კურო, რომელსაც იცნობთ, ეცადეთ სკამზე დაჯდეთ – პასუხმა შეიძლება ძალიან გაგაკვირვოთ. მართლაც, კურო ხშირად ამაყობს ახალგაზრდული გარეგნობით, მოხდენილი მანერებით და სტილის განსაკუთრებული გრძნობით. დიდწილად იმიტომ, რომ კუროები მზად არიან, გულუხვი ინვესტიცია განახორციელონ ამ კუთხით და საკმაოდ სოლიდური თანხა დახარჯონ  საკუთარი ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის. კარგი მოვლა და ძვირადღირებული ჩაცმულობა, პირველ რიგში, ამ ნიშნის წარმომადგენელთა თვითშეფასებას ამაღლებს და შინაგან სასიცოცხლო ენერგიას აღვიძებს.

ზოგადად, არ დაგავიწყდეთ, რომ კურო დედამიწის ნიშანია. მან იცის, როგორ დაზოგოს თანხა და შეუძლია კომპეტენტურად ჩადოს ის ნებისმიერ საქმეში, მათ შორის, თავის ჯანმრთელობაში. ზრდასრულ ასაკში მას არ აქვს მნიშვნელოვანი ოპერაციებისა თუ პროცედურებისთვის თანხის ნაკლებობა – კუროსთვის ხომ ყოველთვის ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, გეგმებში კი, როგორც წესი, ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრებაა.

სასწორი

სასწორის ძლიერი მხარე გარეგნობისა და ჯანმრთელობის ექსპერიმენტებში სიფრთხილეა, ასევე, საკუთარი თავის ძლიერი სიყვარული, რომელიც მას სისულელეების კეთების საშუალებას არ აძლევს. სასწორი თმას ქერად არ შეიღებავს, თუ ეს თმას დააზიანებს, საეჭვო კოსმეტიკურ პროცედურას არ გადაწყვეტს და ნახევარფაბრიკატებს არ მიირთმევს. ამავე სულისკვეთებით, მსჯელობენ ისინი და ხანდაზმულობის ეტაპს აღწევენ. ზოგადად, საკუთარ თავზე დახარჯული ფული ამ ნიშნისთვის ყველაზე მომგებიანი ინვესტიციაა.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს სასწორების დღეგრძელობაზე, არის მათი სურვილი იბრძოლონ სიცოცხლისთვის. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულადამიანებს ურჩევნიათ მშვიდი ცხოვრება, არავის არაფერს დაუმტკიცებენ და სხვებზე უკეთ ინარჩუნებენ ფსიქიკურ ჯანმრთელობას. სწორედ ეს შინაგანი დამოკიდებულება აძლევს მათ საშუალებას ბრწყინვალედ და მშვიდად გამოიყურებოდნენ  სხვების თვალში, ნებისმიერ ასაკში.

თევზები

განსაკუთრებით თევზ ქალებში ხშირად აღინიშნება საოცარი სილამაზე, რომელიც ყველას აბნევს მათი ასაკის გამოცნობისას. მიუხედავად მგრძნობიარე ხასიათისა, თევზები ახერხებენ  ბედის ურთულეს ლაბირინთებში გზის გაგნებას და იმავე „ტალღაზე“ დარჩენას. ისინი მუდმივად  ცდილობენ იცხოვრონ მშვიდი ცხოვრების წესით და არ შეწუხდნენ.

თევზების კიდევ ერთი საიდუმლო, რომელიც მათ ხანგრძლივი და ბედნიერი სიცოცხლის საშუალებას აძლევს, არის შესაძლებლობა იპოვონ ცხოვრებისეული საქმე, რომელიც მათ მოსწონთ და ამით სამუშაო დღესასწაულად თუ არა გადააქციონ, საინტერესო თავგადასავლად მაინც გადააქციონ, რისთვისაც ისინი ყოველთვის მზად არიან. თევზების ერთადერთი სუსტი წერტილი, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს,  ჯანმრთელობაა, რომელსაც ისინი ხშირად უყურადღებოდ ტოვებენ, არადა, ყურადღებით უნდა იყვნენ და ხანგრძლივი ცხოვრების გზაზე ბევრ პრობლემას აიცილებენ თავიდან.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close