ქართველები უცხოეთშისპორტი

ხვიჩა კვარაცხელიას იტალიის მოთამაშეთა ასოციაციამ თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადასცა

სანაკრებო პაუზის შემდეგ იტალიაში დაბრუნებულმა ხვიჩა კვარაცხელიამ კიდევ ერთი ჯილდო მიიღო.

„კვარაცხელია იტალიის მოთამაშეთა ასოციაციამ აგვისტოს თვის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა სერია A-სB-ს და C-ს ფეხბურთელთა გამოკითხვით. მას ხმა მოთამაშეთა 67-მა პროცენტმა მისცა“, – წერს „კალჩო ნაპოლი“.

„სერია A-ში პირველ მატჩებში ხვიჩა კვარაცხელიამ აჩვენა მთელი თავისი რეპერტუარი. მან აგვისტოში სამი გოლი გაიტანა: ერთი თავით; ერთი მარჯვენით, საჯარიმო მოედნის გარედან და ერთი მარცხნიდან. ამასთან, მან ჟელინსკის მისამართით საგოლე გადაცემა შეასრულა. საერთოდ, ყოველთვის, როცა ბურთი მას ჰქონდა, რაღაც მნიშვნელოვანის გაკეთებას ცდილობდა.

მისი გავლენა სერია A-ზე უდავოდ პოზიტიური იყო, იმდენად, რამდენადაც AIC-ში დარეგისტრირებულმა კოლეგებმა თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და ხმების 67% მიიღო. მან აჯობა სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩსკალულუს და ჩემპიონატის კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზს, ნემანია რადონიჩს“, – ასეთია გამოცემა ultimouomo-ს შეფასება.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close