ჰოროსკოპი

წარმატების ჰოროსკოპი: ყველაზე ხელსაყრელი თარიღები 2022 წლის ოქტომბერში სიყვარულის, კარიერისა და ფინანსებისთვის

ასტროლოგების პროგნოზით, ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროსთვის შემოდგომის მეორე თვის ყველაზე წარმატებული დღეებია:

2 ოქტომბერი: მერკური გამოდის რეტროგრადული მდგომარეობიდან

როგორც იქნა, დასრულდა ყველა სირთულე, რომელიც გამოწვეული იყო მერკურის რეტროგრადული მოძრაობის ხანგრძლივი პერიოდით. ამ დღიდან კომუნიკაციის, მუშაობის, ყოველდღიური რუტინის პროცესები გაგახარებთ ნაკლები მოულოდნელობებით, შეცდომებით და გაუგებრობებით. კომუნიკაცია უფრო პირდაპირი და შედეგიანი გახდება. 2 ოქტომბერი ამ თვის საუკეთესო დღეა სამომავლო მიზნების დასახვისთვის და ამ მიზნების მისაღწევად პირველი ნაბიჯების გადასადგმელად.

8 ოქტომბერი: პლუტონი გამოდის რეტროგრადული მდგომარეობიდან

ამ დღიდან შესაძლებლობა გექნებათ, გააფართოოთ თქვენი პიროვნული შესაძლებლობები, მეტი ყურადღება დაუთმოთ საკუთარი თავის მოტივაციის ან დემოტივაციის საკითხს და იმას, თუ რატომ და როგორ უნდა შეცვალოთ თქვენი ქცევა. ახლა დროა ჰკითხოთ საკუთარ თავს, რა გიშლით ხელს სულიერი ზრდაში. როცა თქვენს შიშებსა და დაუცველობას პირისპირ შეხვდებით და ამ ყველაფრის შეცვლას გადაწყვეტთ, მიხვდებით, რომ ამ ცვლილებებისთვის ბევრად მეტი ძალა გაქვთ, ვიდრე გეგონათ.

17 ოქტომბერი: მთვარის ბოლო მეოთხედიკირჩხიბში, მზე სასწორში

მეექვსე გრძნობა კვლავ გეხმარებათ როგორც საკუთარი აზრებისა და გრძნობების, ისე საყვარელი ადამიანების გრძნობების გაგებაში, ამიტომ საუკეთესოა ამ დროის გამოყენება ურთიერთობების ჰარმონიზაციისა და ხანგრძლივი კონფლიქტების მოსაგვარებლად. შეძლებთ საკუთარი თვალსაზრისის საუკეთესოდ გადმოცემას და თანამოსაუბრის გაგებას, ხოლო მზის პოზიცია სასწორში მიუთითებს იმაზე, რომ ეს დღე იდეალურია ნებისმიერი ახალი წამოწყებისა და გადამწყვეტი ნაბიჯებისთვის ცხოვრების ყველა სფეროში.

21 ოქტომბერი: მთვარე ქალწულში

ეს ასპექტი გეხმარებათ, კომფორტულად იყოთ ის, ვინც ხართ. ამ დღეს ახალი მეგობრების, პარტნიორებისა და თანამოაზრეების შეძენის პრობლემა არ შეგექმნებათ, რადგან თავდაჯერებულობა გაგახარებთ როგორც თქვენ, ისე თქვენს გარემოცვას. ბევრს ექნება ცდუნება, გააკეთოს რაიმე იმპულსური ან რაღაც სიგიჟე ჩაიდინოს, მაგრამ როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ეს ყველაფერი წარმატებამდე მიგიყვანთ.

წარმატებები ყველას!

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close