იტალიაპოლიტიკა

ბერლუსკონი: პუტინს უკრაინაში შეჭრა აიძულეს, მას კიევის სათავეში „ღირსეული ხალხის“ მოყვანა სურდა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში შეჭრა საკუთარი ინიციატივით არ დაუწყია. ეს განცხადება იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ საზოგადოებრივი ტელევიზია RAI-ს პოლიტიკური შოუს Porta a porta-ს ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, პუტინს ომის დაწყება „აიძულეს“. ამასთან, თავად ბერლუსკონი ამას, ოკუპანტების მსგავსად, „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს.

„რუსმა ხალხმა, მისმა პარტიამ, მისმა მინისტრებმა აიძულეს პუტინი ჩაეტარებინა ეს სპეცოპერაცია“, – თქვა მან.

რუსეთის გეგმა ერთ კვირაში კიევის აღება, ამჟამინდელი პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის „ღირსეული ხალხის მთავრობით“ შეცვლა და „კიდევ ერთ კვირაში“ წასვლა იყო, განუცხადა პოლიტიკოსმა ჟურნალისტებს.

„საერთოდ არ მესმოდა, რატომ იყო კონცენტრირებული რუსული ჯარები უკრაინაში, თუმცა, ჩემი აზრით, ისინი მხოლოდ კიევის ირგვლივ უნდა დარჩენილიყვნენ“, – დასძინა მან.

ბერლუსკონის სიტყვებმა, რომელიც პარტია Forza Italia-ს ლიდერია, მის წინასაარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობს და მემარჯვენე კოალიციის ნაწილია, ქვეყნის პოლიტიკური ისტებლიშმენტის კრიტიკული რეაქცია გამოიწვია, წერს Reuters.

მემარცხენე-ცენტრისტული დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ენრიკო ლეტამ განაცხადა, რომ თუ Forza Italia არჩევნებში გაიმარჯვებს, „პუტინი ყველაზე ბედნიერი ადამიანიიქნება“.

ცენტრისტების ხელმძღვანელმა კარლო კალენდამ, ბერლუსკონის კიდევ ერთმა კონკურენტმა, განაცხადა, რომ ინტერვიუში ის „პუტინის გენერალის მსგავსად საუბრობდა“.

მასობრივი კრიტიკული რეაქციის საპასუხოდ, 23 სექტემბერს, ბერლუსკონიმ Twitter-ზე განაცხადა, რომ მისი სიტყვები „ზედმეტად მარტივად“ გაიგეს და ის, ფაქტობრივად, გმობს ომს.

„აუცილებელია მთელი ინტერვიუს ყურება და არა ერთი ფრაზის ინტერპრეტაცია, ზედმეტად გამარტივება, იმის გაგება, თუ რას ეხება ჩემი აზრები, რომლებიც დიდი ხანია ცნობილია. უკრაინის წინააღმდეგ აგრესია გაუმართლებელი და მიუღებელია, Forza Italia-ს პოზიცია ნათელია: ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ევროკავშირთან და ნატოსთან“, – განაცხადა მან.

realpolitika.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close