ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 12-18 სექტემბერი

ამ კვირის პირველი ნახევარი საკმაოდ დატვირთული პერიოდი იქნება. ახლა პირად ურთიერთობებში შეიძლება გაძლიერდეს, როგორც ვნება და ფიზიკური მიზიდულობა ერთმანეთის მიმართ, ისე უხეშობისადმი მიდრეკილება. შეეცადეთ, ამ დროს თავგადასავლები არ ეძებოთ, რადგან შესაძლოა ისინი ყოველთვის კეთილად არ დასრულდეს თქვენთვის. კარგი იქნება თუ კვირის პირველ ნახევარში არ დაგეგმავთ შეხვედრას უცნობ ადამიანებთან, ახალ ნაცნობობას პერსპექტივა არ ექნება. ჩაცმის სტილში, ისევე როგორც ქცევაში, უნდა მოერიდოთ ვულგარულობას: ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ პრობლემები.

კვირის მეორე ნახევარში ვარსკვლავები არ გირჩევენ ფინანსური ტრანზაქციების დაგეგმვას, განსაკუთრებით – დიდი თანხებით. კვირის ბოლოს შეეცადეთ მშვიდად დაისვენოთ.

 

ვერძი

ამ კვირაში კარგი ცვლილებებია მოსალოდნელი როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში. თქვენი აქტიური საქმიანობით როგორც კოლეგების, ისე ხელმძღვანელების ყურადღებას მიიპყრობთ, მოსალოდნელია დაწინაურება და ხელფასის გაზრდა. ოთხშაბათს შეგიძლიათ აღმოაჩინოთ რაღაც ახალი და მომგებიანი საქმიან პარტნიორობაში, მიიღოთ დახმარება და გათავისუფლდეთ წარსული ვალებისგან როგორც ფინანსური, ისე კარმული თვალსაზრისით. კვირის განმავლობაში ყურადღება უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით კი – მათ, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებს.

სასიკეთო დღეები: 12, 14.

არასასიკეთო დღე: 13.

 

კურო

ამ კვირაში შემოქმედებითი აქტიურობა, შრომისმოყვარეობა და ინტუიცია საშუალებას მოგცემთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. ყველაფერი გამოგივათ, თქვენს საქმიანობას უფროსები მოიწონებენ, ამით როგორც მათთან, ისე კოლეგებთან ურთიერთობას გააუმჯობესებთ, მაგრამ მეგობართა წრეში მოსალოდნელია კონფლიქტი, შეეცადეთ გამოსავალი მოძებნოთ. ასევე მოსალოდნელია, რომ დამატებითი ხარჯების მოძიება დაგჭირდებათ, დიდი ალბათობით, სახლის გასარემონტებლად ან ავეჯის შესაძენად. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის კუთხით ეს კვირა სიმშვიდესა და სტაბილურობას გპირდებათ.

სასიკეთო დღეები: 13, 15.

არასასიკეთო დღე: 16.

 

ტყუპი

ამ კვირაში შეიძლება ეს რჩევები გამოგადგეთ: ყველაფერი თავიდან დაიწყეთ, დახმარებისთვის ირგვლივ მყოფებს მიმართეთ და არასოდეს გაკიცხოთ საკუთარი თავი. წარმატებას აქტიური და გაბედული მოქმედებების შედეგად მიაღწევთ. უკან ნუ დაიხევთ, თუნდაც უარი გითხრან, მიზანს მაინც მიაღწევთ, განსაკუთრებით პირად სფეროში. დადებითი შედეგი შეიძლება მოიტანოს მოგზაურობამ, შეხვედრებმა და ახალმა იდეამ, რომელიც დაკავშირებული იქნება თქვენი საქმიანობის სფეროს გაფართოებასთან.  რაც შეეხება საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას, ამ კვირაში ახლობლები ჩვეულებრივზე მეტად ყურადღებიანი იქნებიან თქვენ მიმართ.

სასიკეთო დღეები: 12, 15.

არასასიკეთო დღე: 13.

 

კირჩხიბი

ეს კვირა თქვენთვის ძალიან პოზიტიური იქნება, გაუმჯობესება თქვენი ცხოვრების ყველა სფეროს უნდა შეეხოს – ვარსკვლავების განლაგება სწორედ ამაზე მეტყველებს. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დაგროვილი პრობლემები, სავარაუდოდ, მოგვარდება. მოსალოდნელია თქვენი კარიერული წინსვლა და  შემოსავლის შესამჩნევად გაზრდის ალბათობა – ძირითადად, წარსულში სწორი ინვესტიციის გამო. ოჯახის წევრების მიმართ გულუხვი იქნებით. ხუთშაბათს შეეცადეთ  თქვენს ზოგიერთ პრინციპს გადახედოთ. შაბათ-კვირას შეიძლება ინერვიულოთ,  მაგრამ მღელვარება, სავარაუდოდ, სასიამოვნო იქნება.

სასიკეთო დღეები: 12, 18.

არასასიკეთო დღე: 14.

 

ლომი

ამ კვირაში შეგიძლიათ წარმატებას მიაღწიოთ თქვენი შრომისმოყვარეობითა და ვარსკვლავების დადებითი გავლენით. მნიშვნელოვანი ჩანაფიქრის განსახორციელებლად მაქსიმალურად რეალისტურად უნდა შეხედოთ არსებულ ვითარებას და თუ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებით, მეგობრებისა და ნათესავების დახმარებაზე უარი არ თქვათ. შეეცადეთ უფრო ტოლერანტული იყოთ ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ. ბავშვები თავიანთი მიღწევებით გაგახარებენ. კვირის ბოლოს სასიამოვნო სიურპრიზს ელოდეთ კოლეგებისგან.

სასიკეთო დღეები: 13, 18.

არასასიკეთო დღე: 14.

 

ქალწული

ამ კვირაში დროის დაკარგვა არ ღირს, რაც უფრო სწრაფად მიიღებთ გადაწყვეტილებას საქმიან სფეროში, მით უკეთესი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს ადგილს სხვა დაიკავებს. კვირის პირველ ნახევარში, ვარსკვლავების გავლენის გამო, ჩვეულებრივზე მეტად მგრძნობიარე და ყურადღებიანი იქნებით ირგვლივ მყოფთა მიმართ. შეეცადეთ კონფლიქტურ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ. ხუთშაბათი ძალიან კარგი დღეა პაემნისთვის. პარასკევს საქმიანი მოლაპარაკებები შეიძლება ძალიან ნაყოფიერი იყოს. შეეცადეთ შაბათ-კვირა მეგობრებთან ერთად, ხალისიან გარემოში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 15, 16.

არასასიკეთო დღე: 13.

 

სასწორი

ეს კვირა ხელსაყრელი პერიოდია პარტნიორული ურთიერთობების მხრივ, ისინი მომგებიანი იქნება თქვენთვის და თქვენი საქმიანობისთვის. ახლა არ არის დრო, რომ მხოლოდ დინებას მიჰყვეთ, გამოიჩინეთ ინიციატივა და შანსი გექნებათ, გამარჯვების გემო იგრძნოთ. პარასკევს სასიამოვნო ნაცნობობა გელოდებათ, რომელიც შესაძლოა მშფოთვარე რომანში გადაიზარდოს. შაბათს შეეცადეთ ახლობლებზე იზრუნოთ, ყველას ვერ ასიამოვნებთ, მაგრამ  თქვენს ყურადღებას დაიმსახურებენ მნიშვნელოვანი ადამიანები. კვირას შეეცადეთ დრო მშვიდად გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 17, 18.

არასასიკეთო დღე: 14.

 

მორიელი

ამ კვირაში შეძლებთ თქვენი გრძელვადიანი გეგმების განხორციელებას და ახალ ეტაპზე გადასვლას.  გელით დაწინაურება, ახალი თანამდებობა, სოლიდური შემოსავალი. იყავით თავდაჯერებული და გაწონასწორებული თქვენს ქმედებებში, შემწყნარებელი სხვების აზრების მიმართ და მთებს გადადგამთ. კვირის მეორე ნახევარში შესაძლოა პარტნიორული ურთიერთობა შემოგთავაზონ მნიშვნელოვან საქმესთან დაკავშირებით. შაბათ-კვირას პირად ცხოვრებას მიხედეთ.

სასიკეთო დღეები: 12, 17.

არასასიკეთო დღე: 14.

 

მშვილდოსანი

კვირის დასაწყისში ბევრმა შრომამ შეიძლება თქვენი ძალები შეასუსტოს, მაგრამ ფინანსური პერსპექტივები უფრო ნათელი და სასიამოვნო გახდება, რაც ყველა პრობლემას მოგიგვარებთ.  ხუთშაბათს შეეცადეთ სამუშაოს დატვირთული რიტმი შეამციროთ და დრო დასვენებისთვისაც გამონახოთ. პარასკევს პირად პრობლემებს მხოლოდ გულითადი საუბრით მოაგვარებთ. კვირას ადრე დაგროვილ ცოდნას წარმატებით გამოიყენებთ. სავსებით შესაძლებელია ახალი თქვენთვის მისაღები სამსახური შემოგთავაზონ.

სასიკეთო დღეები: 13, 18.

არასასიკეთო დღე: 15.

 

თხის რქა

ამ კვირაში შესაძლებელია რთული სიტუაციაში აღმოჩნდეთ. შესაძლოა ფინანსური დამოკიდებულება პარტნიორზე და მზად იყავით პასუხისმგებლობისთვის თქვენს სიტყვებსა და ვალდებულებებზე. სავარაუდოა, რომ  სპონტანურობა მოქმედების საუკეთესო გზა იქნება, შეეცადეთ არ დაიძაბოთ, დიდი ალბათობით, ყველაფერი თავისთავად მოგვარდება.  ვარსკვლავები მიუთითებენ, რომ გეგმების ვადაზე ადრე შესრულებას შეძლებთ და საკმარისი დრო გექნებათ საყვარელ ადამიანთან ერთად დროის გასატარებლად.

სასიკეთო დღეები:15, 18.

არასასიკეთო დღე: 13.

 

მერწყული

დროა დაასრულოთ ძველი საქმეები, კარგად დაფიქრდეთ და მკაფიო მიზანი დაისახოთ. ორშაბათს შეიძლება მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც გავლენას მოახდენს თქვენს კარიერაზე. სამშაბათს ძალებითა და ენერგიით იქნებით სავსე, სამუშაო ბევრი გექნებათ. ოთხშაბათი არ იქნება კვირის დიდად სასიამოვნო დღე, შესაძლოა თქვენი თანმიმდევრული გეგმები დაირღვეს, მაგრამ პარასკევს ბევრი რამ შეიცვლება უკეთესობისკენ, ხელმძღვანელობა დაგაფასებთ. შაბათ -კვირას შეეცადეთ დრო ოჯახს დაუთმოთ.

სასიკეთო დღეები: 12, 15.

არასასიკეთო დღე: 14.

 

თევზები

ვარსკვლავების გავლენით, კვირის უმეტესი ნაწილი მშვიდად ჩაივლის, ყოველგვარი დისკომფორტისა და დაძაბულობის გარეშე, ჰარმონიაში იქნებით საკუთარ თავთან და გარშემო მყოფებთან. თქვენი  თავდაჯერებულობა და შესანიშნავი კომუნიკაციის უნარი კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. არსებობს შანსი, რომ თქვენი ფინანსური მდგომარეობა გააუმჯობესოთ. შაბათ-კვირას ძველ მეგობრებთან სავარაუდო შეხვედრა სასიამოვნო მრავალფეროვნებას და სიახლეებს შემატებს თქვენს ცხოვრებას.

სასიკეთო დღეები: 13, 16.

არასასიკეთო დღე: 15.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close