პოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთი თურქეთის სახმელეთო საზღვართან 140 კილომეტრიან ღობეს ააშენებს

საბერძნეთი თურქეთის სახმელეთო საზღვარზე, მიგრანტების ქვეყანაში შესვლის თავიდან ასაცილებლად ღობის გაფართოებას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

საბერძნეთის მოქალაქეთა დაცვის მინისტრის, ტაკის თეოდორიკაკოს ინფორმაციით, 40 კილომეტრიანი ღობე კიდევ 140 კილომეტრით გაგრძელდება.

ცნობისთვის, ღობე თავდაპირველად 2012 წელს დამონტაჟდა და ბოლოს 2021 წელს გაფართოვდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ათიათასობით თავშესაფრის მაძიებელი ცდილობდა ევროკავშირში გადასვლას საბერძნეთის ჩრდილოეთ საზღვრით, როდესაც თურქეთმა განაცხადა, რომ მათ ამის გაკეთებაში ხელს აღარ შეუშლის.

mtavari.tv

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close