ზელენსკიმ დემნა გვასალია და ლანა ღვინჯილია სახელმწიფო ორდენებით დააჯილდოვა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის ბრძანებულებით, დიზაინერი დემნა გვასალია და არასამთავრობო ორგანიზაცია Populus Rei-ს დამფუძნებელი ლანა ღვინჯილია უკრაინის სახელმწიფო ორდენებით დაჯილდოვდნენ.
დოკუმენტის Tanaxmad, სახელმწიფო ჯილდოები გადაეცა მსოფლიოს სხვადასხვა პოლიტიკოსს, აქტივისტსა თუ ხელოვნას „სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი პირადი დამსახურებისთვის, უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, მსოფლიოში უკრაინის სახელმწიფოს პოპულარიზაციის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილისთვის“.
როგორც ოფიციალურ ვებგვერდზე ვკუთხულობთ, ღირსების III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა დემნა გვასალია – დიზაინერი, Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი, United24-ის ელჩი. პრინცესა ოლგას III ხარისხის ორდენით კი დაჯილდოვდა ლანა ღვინჯილია, არასამთავრობო ორგანიზაცია Populus Rei-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ გამგეობის წევრი.
publika.ge
კომენტარები