ვიდეოქართველები უცხოეთშიარტისტი

„პანდორა“ – თამთას ახალი სიმღერის ვიდეორგოლის პრემიერა და ბერძნული მედიის შეფასება (ვიდეო)

საბერძნეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა თამთამ (გოდუაძე) 24 აგვისტოს თავის ახალ სიმღერაზე შექმნილი ვიდეორგოლი ოფიციალურად განათავსა იუთუბზე. სიმღერას ჰქვია „პანდორა“.

„თავის ახალ სიმღერაში და კარიერაში ყველაზე „პირქუშ“ ვიდეორგოლში „პანდორა“ თამთა საუბრობს ყოველი თანამედროვე ქალის დინამიზმზე, თვითკმარობაზე, ქალთა სქესის ავტონომიასა და დამოუკიდებლობაზე. ეს მხოლოდ რამდენიმე სიტყვაა, რომლებითაც შეგვიძლია აღვწეროთ თამთა  – საბერძნეთის ბოლო 20 წლის პოპ-მუსიკის ერთ-ერთი წამყვანი წარმომადგენელი“, – წერს მედია.

„მისი ყოველი შემოქმედებითი ნაბიჯი წინასგან განსხვავებულია და თამთა წლიდან წლამდე ახერხებს, საკუთარი კვალი დატოვოს საბერძნეთის დისკოგრაფიაში, სთავაზობს მუსიკის მოყვარულებს ახალ ჟღერადობას, ახალ სახეებს, რაც შთაბეჭდილებას ახდებს მის თაყვანისმცემლებზე, რომლებიც ერთგულად ადევნებენ თვალს თამთას მუსიკალურ კარიერას პირველი დღეებიდან – დღემდე.

ახალი სიმღერის („პანდორა“) ტექსტის და მუსიკის ავტორია Teo Pouzbouris & Ody Icons/, ვიდეორგოლის რეჟისორია ვანგელის ფანტოპულოსი.

მუსიკალური ხელოვნების მეშვეობით თამთა ხსნის „პანდორას ყუთს“, რომელშიც ბოლოს, მითოლოგიის თანახმად, მხოლოდ იმედიღა რჩება – რომელიც მოდის, რომ დღევანდელი დღის სისასტიკე და სიძნელეები აგვაშოროს და გზა გაგვიხსნას უკეთესი მომავლისაკენ“, – წერს გამოცემა neolaia.gr.

იუთუბზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ ვიდეოს ძალიან კარგი შეფასებები მოჰყვა. კომენტარებში მუსიკის მოყვარულები, ძირითადად, დადებითად აფასებენ მომღერლის ბოლო ნამუშევარს.

„თამთა ტენდენციებს არ მიჰყვება, ის მათ ქმნის“, – ასე აფასებს თამთას ხელოვნებას ერთ-ერთი მომხმარებელი იუთუბზე „პანდორას“ ოფიციალური ვიდეორგოლის კომენტარში.

მეორეს კი მიაჩნია, რომ თამთას სიმღერები ბევრად წინ უსწრებს თანამედროვე საბერძნეთის მუსიკალურ სტანდარტებს და „პანდორას“ მსგავსი სიმღერა და პერფორმანსი ევროვიზიაზე ადვილად გაიმარჯვებს (შეგახსენებთ, რომ თამთა ევროვიზიაზე ერთხელ, 2019 წელს უკვე გამოვიდა კვიპროსის სახელით და ფინალში მე-13 ადგილი დაიკავა 109 ქულით).

„[თამთას] მუსიკა, ტექსტები და ვიდეორგოლები ბევრად წინ უსწრებს საბერძნეთის სტანდარტებს.

არაჩვეულებრივია!

ისეთ კონკურსზე, როგორიც ევროვიზიაა, რაღაც „პანდორას“ მსგავსი ადვილად გაიმარჯვებს. თამთა, გააგრძელე იმის კეთება, რასაც ასე კარგად აკეთებ უკვე ბევრი წელია“, – წერს იგი.

ერთ-ერთი მომხმარებელი კი აღნიშნავს, რომ თამთას დახასიათება შესაძლებელია ერთი სიტყვით – „სრულყოფილება“.

ნახეთ „პანდორას“ ვიდეორგოლი და თავად შეაფასეთ:

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close