ქართველები უცხოეთშისპორტი
იტალიაში ქართული გოლი 5 წლის შემდეგ გავიდა: „კვარაცხელიას ვარსკვლავი კაშკაშებს“ – La Gazzetta dello Sport (ვიდეო)
ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა „ვერონას“ ანგარიში გაუთანაბრა, მისი თავური დარტყმის შემდეგ ანგარიში 1-1 გახდა.
„ნაპოლიმ“ „ვერონა“ ანგარიშით 5:2 დაამარცხა.
ბოლოს იტალიის ჩემპიონატში ლევან მჭედლიძე იყო, რომელმაც კვარაცხელიამდე გოლი გაიტანა. ეს 5 წლის წინ მოხდა – 2017 წლის 23 აპრილს „სან-სიროს“ სტადიონზე ლევან მჭედლიძემ „მილანს“ გაუტანა (მე-40 წუთზე). კარში კი ჯანლუიჯი დონარუმა იდგა, რომელიც შემდეგ, ნაკრებთან ერთად, ევროპის ჩემპიონი გახდა.
სამწუხაროდ, მჭედლიძემ სწორედ ამ მატჩში მიიღო უმძიმესი ტრავმა, რამაც მისი იტალიური კარიერა დაასრულა.
კომენტარები