ქართველები უცხოეთშისპორტი

ქართველების დაარსებული სპორტკლუბი ფილადელფიის საუკეთესო TOP 5-ში მოხვდა

ფილადელფიის საუკეთესო სპორტული კლუბები – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას უცხოური გამოცემა Kevsbest-ი, რომელშიც ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ სპორტულ დარბაზებს შორის ქართველების მიერ დაარსებული სპორტკლუბი Philly Karate Club“ დასახელდა. 

გამოცემის მიხედვით, TOP 5 სპორტკლუბის შემადგენლობა ასეთია: 

  • Iron Works Fitness – აღჭურვილია მაღალი ხარისხის და თანამედროვე საშუალებებით ფიტნესისა და სპორტის მოყვარულთათვის
  • Anytime Fitness – უზრუნველყოფს უმაღლესი ფიტნეს გამოცდილებას მათი უახლესი აღჭურვილობით და შესანიშნავი პერსონალით
  • The Sporting Club at The Bellevue – საუკეთესო ფიტნეს კლუბი, რომელიც წვდომას აძლევს მაღალი დონის კეთილმოწყობას და წამყვან ექსპერტებს
  • Manayunk Sport and Social Club – ორგანიზება და მასპინძლობა სპორტულ ლიგებს, კლინიკებსა და ღონისძიებებს
  • Philly Karate Club – გთავაზობთ საბრძოლო ხელოვნების გაკვეთილებს საუკეთესო ტრენერებსა და აღჭურვილობასთან ერთად.

Philly Karate Club, რომელიც ქართველებმა დააარსეს, მომხმარებელს საბრძოლო ხელოვნების გაკვეთილებს სთავაზობს. მის შესახებ სტატიაში ვკითხულობთ:

„კლუბი გთავაზობთ საბრძოლო ხელოვნების გაკვეთილებს საუკეთესო ტრენერებთან და ტრენაჟორებთან ერთად. ისინი სპეციალიზებულნი არიან პრაქტიკული საბრძოლო ხელოვნების ტექნიკის სწავლებაში. გარდა ამისა, ისინი ხელს უწყობენ ჯანსაღი ცხოვრების წესს და ბავშვებისა და მოზრდილების კეთილდღეობას. ისინი ასევე იღებენ ყველა ფიტნეს დონის წევრებს. ტრენერები უწყვეტი საბრძოლო საერთაშორისო ჩემპიონები არიან. უფრო მეტიც, მათი ოლიმპიური სტილის SHOTOKAN KARATE მოიცავს კიკბოქსინგსა და ფიტნესს. ისინი ასევე ასწავლიან MMA-ის თავდაცვისთვის. მათი სტუდენტები სწავლობენ დაბლოკვის მოწინავე სისტემებს, ბულინგის საწინააღმდეგო ტაქტიკასა და ქუჩის თავდაცვას. 2-საათიანი ვარჯიში მოიცავს ძალასა და ბლოკირებას, ბრძოლას და ბრძოლის სიმულაციას“, – ვკითხულობთ სტატიაში.

mtavari.tv

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close