კრიმინალი

ორთვიანი მცდელობის შემდეგ, პოლონეთში მოკლული ქალის შვილები საქართველოში ჩამოიყვანეს

პოლონეთში ქმრის მიერ მოკლული 24 წლის როზეტა ყალიჩავას სამი მცირეწლოვანი შვილი საქართველოში ჩამოიყვანეს. ამ დროისთვის ისინი უკვე ზუგდიდის რაიონში, სოფელ დარჩელში, ოჯახში იმყოფებიან. ცნობილია, რომ ბავშვებს მეურვეობას დეიდა, ბიძა და ბებია გაუწევენ. 

ოჯახის ინფორმაციით, ბავშვების საქართველოში ჩამოყვანაში მათ პოლონეთის ხელისუფლება, საქართველოს საელჩო პოლონეთში და არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“ დაეხმარნენ.

ცნობისთვის, სამი შვილის დედა საკუთარმა ქმარმა 25 მაისს მოკლა, კვალის დაფარვის მიზნით კი ბინას ცეცხლი წაუკიდა. ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

როზეტა ყალიჩავას ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით საჩივარი პოლიციაში ოთხჯერ ჰქონდა შეტანილი როგორც პოლონეთში, ისე საქართველოში. ბავშვების მამაზე შემაკავებელი ორდერი სამჯერ იყო გამოწერილი, თუმცა ამის მიუხედავად დედა მას შვილების ნახვის უფლებას მაინც აძლევდა. ერთ-ერთი ვიზიტისას მათ სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რა დროსაც როზეტა ყალიჩავას მეუღლემ დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და ქალი გარდაიცვალა.

mtavari.tv

ამავე თემაზე: პოლონეთში მოკლულ ქალს 4 ივნისს ჩამოასვენებენ – როდის დააბრუნებენ მის შვილებს საქართველოში?

რატომ ვერ დაიცვა ორმა სახელმწიფომ 26 წლის ემიგრანტი ქართველი ქალი გამოცხადებული მკვლელობისგან?

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close