ქართველები უცხოეთშიარტისტი

თამარა გვერდწითელი გალკინის კვალს გაჰყვა – რას წერენ რუსული გამოცემები

„თამარა გვერდწითელმა, რომელმაც რუსეთი დატოვა და ქვეყანაში კონცერტების გამართვაზე უარი თქვა, შემოსავლის ახალი გზა იპოვა. შემოდგომაზე მომღერალი ისრაელში ჩავა და სხვადასხვა ქალაქში 6 კონცერტს გამართავს“, – წერს რუსული გამოცემა blitz.plus-ი.

ადრე გვერდწითელი ამბობდა, რომ არ არსებობდა გარემოებები, რომლებიც მას რუსეთს დააშორებდა, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრამ და ფართომასშტაბიანი ომის წარმოებამ, როგორც ჩანს, მისი დამოკიდებულება შეცვალა.

გვერდწითელს ისრაელში 4 წელია, კონცერტი არ გაუმართავს და მოსალოდნელია, რომ მონატრებული პუბლიკა აღფრთოვანებით შეხვდება ლეგენდარული მომღერლის საიუბილეო გასტროლებს (თამარ გვერდწითელს 18 იანვარს 60 წელი შეუსრულდა).

ისრაელში თამარ გვერდწითელის კონცერტები ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ორკესტრის – Israel Sinfonietta Beer Sheva-ს თანხლებით გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ თამარ გვერდწითელი დედის მხრიდან ებრაელი რაბინების შთამომავალია.

„გალკინმა ყველა დაასნებოვნა, – წერს რუსული გამოცემა pravda-tv.ru, – რუსი მუსიკოსები და მსახიობები ერთმანეთის მიყოლებით გეგმავენ გასტროლებს ისრაელში, მკვდარი ზღვის სანაპიროზე“.

მაქსიმ გალკინის გამგზავრებამ ისრაელში და ამ ქვეყანაში მისმა აქტიურმა საკონცერტო მოღვაწეობამ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. რუსების უმეტესობას არ სჯეროდა, რომ გალკინი ისრაელში წარმატებას მიაღწევდა და დიდ ჰონორარებს აიღებდა, თუმცა ცნობილმა კომიკოსმა დაამტკიცა, რომ ურწმუნოები ცდებოდნენ – ნამდვილ იუმორზე ნებისმიერ ქვეყანაში დიდი მოთხოვნაა. ივლისის შუა რიცხვებში მაქსიმ გალკინმა რამდენიმე კონცერტი გამართა ისრაელში, რომლებმაც სრული ანშლაგით ჩაიარა „აღფრთოვანებული პუბლიკის გაბრწყინებული თვალების და გაღიმებული სახეების ფონზე“.

„და აი, რუსმა ვარსკვლავებმა, რომლებიც უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ გამოდიან და უარს აცხადებენ რუსეთში კონცერტების გამართვაზე, იფიქრეს – იქნებ მათაც ცადონ?“

 თამარა გვერდწითელის გარდა მაქსიმ გალკინის „კვალზე წასვლას“ და შემოდგომაზე ისრაელში გასტროლებს აპირებენ ლია ახეჯაკოვა, იუმორისტები – კლარა ნოვიკოვა და ჩულპან ხამატოვა; მუსიკოსები – ანდრეი მაკარევიჩი ჯგუფ «Машина времени»-სთან ერთად და მაქსიმ პოკროვსკი «Ногу свело»-სთან ერთად.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close