იტალიაპოლიტიკა

იტალიის უდიდეს პარტიაში განხეთქილება მოხდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხზე

იტალიის პარლამენტის უდიდეს პარტიაში, „5 ვარსკვლავის მოძრობაში“ განხეთქილება მოხდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ ფრაქცია დატოვა.

იტალიის მედიის თანახმად, ამ პარტიაში, რომელსაც იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე უდგას სათავეში, წევრთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მხოლოდ აჭიანურებს კონფლიქტს. ამას არ ეთანხმება დი მაიო, რომელიც ევროპელ პოლიტიკოსებს შორის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ერთ-ერთ ყველაზე მხურვალე მხარდამჭერად ითვლება.

საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ მან გაჭირვებით მიიღო ეს გადაწყვეტილება. მისი სიტყვებით, პარტიის წევრებს უნდა გაერკვიათ, „ისტორიის რომელ მხარეზე უნდათ დგომა – დაზარალებული უკრაინისა თუ აგრესორი რუსეთის“. დი მაიოსთან ერთად „5 ვარსკვლავის მოძრაობიდან“ შეიძლება გავიდეს კიდევ 62 პარლამენტარი, მათ შორის, 11 სენატორი.

ადრე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის გაზეთ Bild am Sonntag-ისთვის მიცემულ ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ ომი შეიძლება რამდენიმე წელს გაიჭიმოს და მოკავშირეებს მოუწოდა, „არ შეაჩერონ უკრაინის მხარდაჭერა“, მიუხედავად დასავლეთის ქვეყნებისთვის მზარდი ხარჯებისა. სტოლტენბერგის თქმით, მადრიდის მოახლოებულ სამიტზე ნატოს წევრი მოკავშირეები ოფიციალურად დაასახელებენ რუსეთს არა პარტნიორად, არამედ უსაფრთხოების მუქარად და მოიწონებენ უკრაინისთვის იარაღის მორიგი პარტიების მიწოდებას.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close