გერმანელი დეპუტატი – აღმოსავლეთ პარტნიორობის მესამე ქვეყნის, საქართველოს უკან ჩამოტოვება მძიმე ისტორიული და სტრატეგიული შეცდომაა
ის ფაქტი, რომ ის [ოლაფ შოლცი] აღმოსავლეთის პარტნიორობის მესამე ქვეყანას – საქართველოს ამ ყველაფრის უკან ტოვებს, მძიმე ისტორიული და სტრატეგიული შეცდომაა, – ასე ეხმაურება გერმანული ბუნდესტაგის წევრი გიუნტერ კრიხბაუმი ევროკომისიის რეკომენდაციას ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე საქართველოს მიერ შეტანილ განაცხადთან დაკავშირებით.
„ბუნდესკანცლერი კიევშია. ეს უკვე დაგვიანებული ნაბიჯია. ბოლოს და ბოლოს მან აღიარა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსი. მაგრამ ის ფაქტი, რომ ის აღმოსავლეთის პარტნიორობის მესამე ქვეყანას – საქართველოს ამ ყველაფრის უკან ტოვებს, მძიმე ისტორიული და სტრატეგიული შეცდომაა“, – წერს გერმანიის პარლამენტის წევრი.
Der #Bundeskanzler ist in Kiew. Das war überfällig! Endlich bekennt er sich zum Kandidatenstatus der #Ukraine und #Moldau. Dass er aber das 3. Land der Östlichen Partnerschaft #Georgien hinten runterfallen lässt, ist ein schwerer historischer und strategischer Fehler #SPD #Putin
— Gunther Krichbaum (@GuntherKrichba3) June 17, 2022
1tv.ge
კომენტარები