ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 6-12 ივნისი

ამ კვირის პირველი ნახევარი შესანიშნავ შესაძლებლობებს მოგცემთ დამოუკიდებელი ინტელექტუალური მუშაობისთვის. თუ საკუთარ პროექტებზე მუშაობით იქნებით დაკავებული, ამ მიმართულებით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევთ. პირად ურთიერთობებში კვირის პირველ ნახევარს შეიძლება მოულოდნელი სიურპრიზები მოჰყვეს და თქვენი არსებული ურთიერთობა უფრო დინამიკური და მრავალფეროვანი გახადოს. გამორიცხული არ არის ახალი ნაცნობობა, სასიყვარულო თავგადასავლები, უჩვეულო პაემნები. კვირის მეორე ნახევარში პირად ურთიერთობებში სტაბილურობის უფრო ძლიერი სურვილი გაჩნდება. ამ პერიოდის ახალი ნაცნობებიც კი უმეტეს შემთხვევაში გამოიწვევს სერიოზული და ხანგრძლივი ურთიერთობის დაწყებას. სხვა სფეროებში იმატებს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების ტენდენცია, რაც ოპტიმიზმთან არის დაკავშირებული. თუ შეძლებთ უფრო მიზანმიმართულად იმოქმედოთ, მაშინ უფრო მეტ სარგებელს მიიღებთ იმ შესაძლებლობებიდან, რომლებიც ამ კვირაში გექნებათ.

 

ვერძი

ეს კვირა არ იქნება ძალზედ მარტივი, განსაკუთრებით საქმიანი თვალსაზრისით. შესაძლებელია დაბნეულობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შემაშფოთებელი შეცდომები, თუმცა გამორიცხული არ არის, შემდგომ დაწინაურებაზეც იყოს საუბარი. განსაკუთრებით ჯიუტ და შრომისმოყვარე პიროვნებებს აქვთ შანსი, მყარი საფუძველი ჩაუყარონ საკუთარი კეთილდღეობის მშენებლობას. ოთხშაბათი არ არის ის დღე, როცა უნდა ცდილობდეთ რომელიმე საქმე დასასრულამდე მიიყვანოთ ნებისმიერ ფასად. პარასკევს ფრთხილად იყავით სიტყვებსა და შეფასებებთან დაკავშირებით, უმჯობესია ცოტა მოხერხებულობა  და დიპლომატიური მიდგომა, ვიდრე მტრულად მოექცეთ საკუთარ თავს.

სასიკეთო დღეები: 6, 11.

არასასიკეთო დღე: 9.

 

კურო

ეცადეთ არ იჩქაროთ და თანმიმდევრულად იმოქმედოთ. ეს კვირა შეიძლება საკმაოდ დამღლელი იყოს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ზედმეტად ემოციურად რეაგირებს რაიმე მოვლენაზე. ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს ნაჩქარევად, მიეცით საკუთარ თავს დრო, რომ მშვიდად დაფიქრდეთ, გაიარეთ კონსულტაცია იმ ადამიანებთან, რომლებსაც ბოლომდე ენდობით.

შეეცადეთ იყოთ უფრო თავშეკავებული და არ გაამჟღავნოთ ბევრი რამ საკუთარ თავზე. ხუთშაბათს სასურველია არ დაგეგმოთ შეხვედრები, არც მნიშვნელოვანი და არც, მით უმეტეს, ზედმეტი. პარასკევს დაგჭირდებათ ისეთი თვისებები, როგორიცაა მონდომება და აქტიურობა. შაბათ-კვირას ახალი შთაბეჭდილებებია საჭირო, სასურველია ქალაქგარეთ გასვლა.

სასიკეთო დღეები: 7, 12.

არასასიკეთო დღე: 10.

 

ტყუპი

ამ კვირაში საინტერესო და დატვირთული ცხოვრება, შეხვედრები, მოგზაურობა, დღესასწაულები გელოდებათ. შეხედეთ სამყაროს ოპტიმიზმით, შეუდექით საქმეს შემოქმედებითად, დახარჯეთ ენერგეტიკული რესურსი რაციონალურად. ეს კვირა აუცილებლად გაგაოცებთ როგორც მოულოდნელი მოვლენებით, ისე სიახლეებით, რომლებიც თქვენს გეგმებზე აისახება. ენთუზიაზმით მიიღებთ ყველაფერს ახალს. საყვარელი ადამიანისგან სასიამოვნო საჩუქრები, შეთავაზებები და სიურპრიზები გელოდებათ.

სასიკეთო დღეები:  7, 11.

არასასიკეთო დღე: 8.

 

კირჩხიბი

ამ კვირაში მოთმინება და სიმშვიდე დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ ზედმეტი სტრესი და დაზოგოთ ენერგია. ოთხშაბათს ყველა კარი და ყველა საიდუმლო, რომლებიც საგულდაგულოდ იყო დამალული, მოულოდნელად გაიხსნება თქვენ წინაშე. თქვენი თანდაყოლილი სკეპტიციზმი დადებით როლს ითამაშებს პარასკევს, აბსოლუტურად მართალი ხართ, რომ არ გჯერათ ვინმეს დაპირებებისა, მაგრამ გჯეროდეთ საკუთარი თავის – ამის გარეშე რთული იქნება წარმატების მიღწევა. კვირის ბოლოს სასურველია მოაწყოთ პიკნიკი აგარაკზე ან გაირუჯოთ მდინარის პირას.

სასიკეთო დღეები: 6, 9.

არასასიკეთო დღე: 8.

 

ლომი

ეს კვირა შეიძლება იყოს ერთ-ერთი იმ იშვიათ შესაძლებლობებს შორის, რომლებიც კარიერის მოულოდნელი აღმავლობის დასაწყისია. მოემზადეთ თქვენი ცხოვრების რადიკალურად შესაცვლელად. სამშაბათს შეგიძლიათ ოჯახში მოაგვაროთ საქმეები, ცადეთ ახლო ადამიანების გაგება, მათთან საერთო ენის გამონახვა. პარასკევს უნდა აკონტროლოთ არა მხოლოდ თქვენი ქმედებები და სიტყვები, არამედ თქვენი აზრებიც. შაბათ-კვირას განსაკუთრებით ფრთხილად იყავით ახალ იდეებთან, არ არის გამორიცხული, რომ გეგმების შეცვლა მოგინდეთ.  გექნებათ არაერთი არაჩვეულებრივი შეხვედრა და საინტერესო საუბრები, რაც დაგეხმარებათ, რომ ცხოვრებას სხვა თვალით შეხედოთ.

სასიკეთო დღეები: 6, 12.

არასასიკეთო დღე: 10.

 

ქალწული

შეიძლება გქონდეთ ახალი სამუშაო, ან ახალი პასუხისმგებლობები არსებულ სამუშაოზე. ამ კვირის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, ხელიდან არ გაუშვათ კარიერული ზრდის შანსი, ახალი გამოწვევების ნუ შეგეშინდებათ. შეიძლება ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალოს, თუ სწორად გააკეთებთ. მოერიეთ საკუთარ თავს, შეეცადეთ მოიშოროთ ის კომპლექსები, რომლებიც ხელს გიშლით ცხოვრებასა და განვითარებაში. კარგი იქნება, თუ ოთხშაბათს მეგობრებისა და ახლობლების რჩევებს მოუსმენთ. პარასკევს დაუვიწყარი შეხვედრა გელით.

სასიკეთო დღეები: 8, 10.

არასასიკეთო დღე: 9.

 

სასწორი

ამ კვირაში დროა შეაჯამოთ წარსული და ახალი თავი დაიწყოთ საკუთარ ცხოვრებაში. კვირა დატვირთული იქნება, ბევრი საინტერესო დავალება გამოჩნდება, რომელთა გადაჭრისას ძალიან უჩვეულო ადამიანებს შეხვდებით, აღადგენთ კავშირებს მათთან, ვისთვისაც ოდესღაც ძვირფასი იყავით. საინტერესო პერსპექტივები გაქვთ, მნიშვნელოვანია ხელიდან არ გაუშვათ ისინი. ეცადეთ არ ისაუბროთ თქვენს საიდუმლოზე, მისი გაზიარება მხოლოდ უახლოეს ადამიანებთან შეიძლება. პარასკევი ამ კვირის ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი დღეა. შეეცადეთ შაბათ-კვირა მშვიდ გარემოში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 9, 10.

არასასიკეთო დღე: 8.

 

მორიელი

ეს კვირა კარგი პერიოდია თქვენი იდეებისა და პროექტების განსახორციელებლად, სერიოზული გადაწყვეტილებების მისაღებად. ბევრი მათგანი მომგებიანი იქნება. გაფართოვდება კონტაქტების წრე, გაიხსნება ახალი შესაძლებლობები. თქვენი ძალისხმევა სამსახურში წარმატებით დაგვირგვინდება, მაგრამ არც პირადი ცხოვრება დაივიწყოთ. ის შთაგაგონებთ და  ძალიან გაგახარებთ. იყავით ახლოს საყვარელ ადამიანებთან, მათ კი, ვინც არ გიყვართ, სინანულის გარეშე დაsცილდით – თქვენ მათი არაფერი გმართებთ.

სასიკეთო დღეები: 10, 11.

არასასიკეთო დღე: 7.

 

მშვილდოსანი

დროა შვებულებაში გახვიდეთ. ამისთვის ორშაბათი საუკეთესო დღეა. თუ აქტიურ დასვენებას ანიჭებთ უპირატესობას, მაშინ ეს მხოლოდ თქვენს ჯანმრთელობას გამოადგება. მათთვის, ვისაც ჩვეულებრივი კვირა აქვს, მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება, სამუშაო შეიძლება დაძაბული და ემოციურად დამღლელი იყოს. მცირე პრობლემებისადმი მშვიდი დამოკიდებულება საშუალებას მოგცემთ არ გადაიტანოთ ყურადღება მნიშვნელოვანი საკითხებისგან, იმ სერიოზული ამოცანებისგან, რომელთა გადაწყვეტაზეც განსაკუთრებით კვირის შუა რიცხვებში უნდა მოახდინოთ კონცენტრაცია. კარგი იქნება, თუ შაბათ-კვირას მეგობრებთან ერთად გაატარებთ.

სასიკეთო დღეები: 6, 10.

არასასიკეთო დღე: 8.

 

თხის რქა

თქვენი სურვილები და რეალური ქმედებები შეიძლება ერთმანეთს არ დაემთხვეს. ადვილი შესაძლებელია  იფიქროთ, რომ გარშემო მყოფები უბრალოდ გიყენებენ, სანაცვლოდ არაფრის გაცემის გარეშე. სავარაუდოდ, ეს მთლად მართალი არ არის, ასე რომ, უკმაყოფილება ამის თაობაზე ხმამაღლა არ უნდა გამოხატოთ. უნდა შეძლოთ საკუთარი თავის დამორჩილება და პოზიტივი ეძიოთ. შესაძლებელია კამათი საყვარელ ადამიანებთან, ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დროზე შეჩერდეთ და ურთიერთობები არ გაირთულოთ. კარგი იქნება შაბათ-კვირა სადმე განმარტოებით გაატაროთ და კარგად დაფიქრდეთ.

სასიკეთო დღეები: 7, 11.

არასასიკეთო დღე: 12.

 

მერწყული

ამ კვირაში, იმისათვის, რომ თქვენი საქმეები წარმატებით დაასრულოთ, უფრო მორჩილი და დიპლომატიური უნდა გახდეთ, არავითარ შემთხვევაში სხვას არ დაეყრდნოთ და დაიცვათ მხოლოდ თქვენი პრინციპული პოზიცია. არ არის გამორიცხული, შემოგთავაზონ ახალი სამუშაო ან მონაწილეობა ძალიან მასშტაბურ და რთულ პროექტში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ახლა ცდილობს კარიერის კიბეზე ასვლას, პოზიციების განმტკიცებას. სამშაბათს სასურველია სამსახურში კონფლიქტების პროვოცირება არ მოხდეს. რაციონალურად უნდა გადაანაწილოთ ძალები მთელი კვირის განმავლობაში. შაბათ-კვირას შესაძლოა ეკონომიკური პრობლემები დაგიდგეთ.

სასიკეთო დღეები: 7, 10.

არასასიკეთო დღე: 9.

 

თევზები

მინიმალური ძალისხმევა ამ კვირაში მაქსიმალურ შედეგს გამოიღებს. არ არის გამორიცხული, რომ საჭირო გახდეს გეგმების შეცვლა და სრულიად განსხვავებული რამის გაკეთება, რაც ადრე მნიშვნელოვანი ჩანდა. ოთხშაბათს გამოავლინეთ ინიციატივა ნებისმიერ საქმეში, შეეცადეთ არ ინერვიულოთ და შეინარჩუნოთ სიმშვიდე, რადგან ყველაფერი კარგად დასრულდება და მადლიერნი დაგრჩებიან.  შაბათ-კვირას ეცადეთ კარგად დაისვენოთ. მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან.

სასიკეთო დღეები: 6, 10.

არასასიკეთო დღე: 8.

 

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close