ხელოვნებაარტისტი

რა გახდა რეჟისორ თემურ ჩხეიძის გარდაცვალების მიზეზი

ქართულ კულტურას კიდევ ერთი დიდი მოღვაწე დააკლდა – 5 ივნისს თბილისში გარდაიცვალა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი, რეჟისორი თე­მურ ჩხე­ი­ძე. იგი 18 ნოემბერს 79 წლის გახდებოდა.

თემურ ჩხეიძე ექიმები რამდენიმე კვირის განმავლობაში მკურნალობდნენ. მას გარდაცვალებამდე 2 ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა.

კარდიოლოგიური კლინიკა „გულის“ ხელმძღვანელმა ანზორ მელიამ „პრაიმთაიმთან“ რეჟისორის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა:

„ჩვენთან გაიკეთა ძალიან რთული, მძიმე ოპერაცია. სამი დღე იყო ასეთ მდგომარეობაში, განშრევება ჰქონდა აორტის. ძალიან მძიმე – ლეტალობა იყო მოსალოდნელი ოპერაციაზე. ჩვენს კლინიკაში ხელი მარტო ავსტრიელმა ქირურგმა მოკიდა, ბრწყინვალედ გააკეთა ოპერაცია, მდგომარეობა შედარებით კარგად იყო, მაგრამ რადგან სამი დღე იყო მძიმე მდგომარეობაში, ამან გამოიწვია სხვადასხვა ორგანოდან სისხლდენა. ჩვენს კლინიკაში იყო სადღაც 2 კვირა, შემდეგ სისხლდენები დაეწყო და დავუდგინეთ, რომ ნაწლავიდან დაეწყო სისხლდენა და სჭირდებოდა სასწრაფოდ ოპერაცია, ამიტომ ჯერ „არსის“ კლინიკაში გადაიყვანეს. იქ გაუკეთდა ოპერაცია და იმის შემდეგ 5 დღე იცოცხლა…

…გულის მხრივ ისე კარგად იყო, კონტაქტში შემოდიოდა. …უკვე ბრძოლისუნარიანობა აღარ ჰქონდა, შეუძლებელი გავაკეთეთ ჩვენც და იმათმაც. ყველაფერი სტაბილურად იყოო, მართვითი სუნთქვიდან უნდა მოგვეხსნაო, მაგრამ სისხლდენა დაეწყო“, – ამბობს ანზორ მელია.

თე­მურ ჩხე­ი­ძე  1943 წლის 18 ნოემბერს დაიბადა თბილისში ცნობილი მსახიობების – მედეა ჩახავას და ნოდარ ჩხეიძის ოჯახში.

1965 წელს და­ამ­თავ­რა შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის სარეჟისორო ფა­კულ­ტე­ტი, დი­მიტ­რი ალექ­სი­ძი­სა და მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლოს­ნო.

1965-1967 წლებ­ში იგი რე­ჟის­ო­რად მუ­შა­ობ­და შალ­ვა და­დი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის ზუგ­დი­დის დრა­მა­ტულ თეატრში, 1967-1970 წლებ­ში – ნო­დარ დუმ­ბა­ძის სა­ხე­ლო­ბის მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში. 1970-1980 წლებ­ში იყო რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის რე­ჟი­სო­რი, ხოლო 1980-1990 წლებ­ში – კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი.

1991 წლიდან იყო სანკტ-პეტერბურგის დიდი დრამატული თეატრის რეჟისორი, 2004 წლიდან – მთავარი რეჟისორი, 2007-2013 წლებში სამხატვრო ხელმძღვანელი.

თე­მურ ჩხე­ი­ძეს დადგმული აქვს 80-მდე დრამატული, საოპერო და სატელევიზიო სპექტაკლი, საქართველოსა და რუსეთის გარდა დადგმული აქვს საოპერო სპექტაკლები იტალიაში: მილანის „ლა სკალაში“, გენუის და ვენეციის საოპერო თეატრებში, საფრანგეთში – ბორდოს საოპერო თეატრსა და აშშ-ში – ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ ოპერაში“.

აგრეთვე, შესრულებული აქვს მთავარი როლი ფილმში „მშობლიურო ჩემო მიწავ“ (რაიკომის მდივანი).

თემურ ჩხეიძეს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და პრემია, მათ შორის, 2013 წელს ილიას მედალი („მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა“) ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის; 2010 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე, 1981 წელს – საქართველოს სახალხო არტისტი.

1997 წელს მიღებული აქვს „ოქროს სოფიტი“ – სანკტ-პეტერბურგის უმაღლესი თეატრალური პრემია ნომინაციაში „რეჟისორის საუკეთესო ნამუშევარი“ ჟან ანუის „ანტიგონეს“ დადგმისთვის. 1994 წელს მიენიჭა რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტის წოდება. 1986 წელს გახდა ლენინური პრემიის ლაურეატი.

თემურ ჩხეიძე იყო საპატიო ნიშნის ორდენის „ოქროს გრან პრის“ მფლობელი, ასევე, მიღებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრემია, საქართველოს თეატრალური პრემია „ოქროს ნიღაბი“ (ორგზის მფლობელი).

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close