პოლიტიკა
ევროპა და მსოფლიო ინფლაციისა და გარდაუვალი სასურსათო კრიზისის წინაშეა (ვიდეო)
რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე ბოლო არ უჩანს. ამ უთანასწორო ომის ფასის გადახდა კი მსოფლიოს მოუწევს, თუმცა როგორ – კონკრეტული გზა ჯერ არ ჩანს.
ახლა ევროპის ხორბლის ბეღელი თითქმის აღარ არსებობს. იქ, სადაც პურის ყანები უნდა ყვაოდეს, რუსული ჭურვები ცვივა.
ბლოკირებულია პორტები, არ არსებობს საჰაერო და სახმელეთო კომუნიკაცია იმ პროდუქციის გასატანად ევროპულ ბაზარზე, რომლის ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელიც სწორედ უკრაინაა. ფასები საკვებსა და ენერგომატარებლებზე სწრაფად იზრდება. პროგნოზი მძიმეა – ევროპა და მსოფლიო ინფლაციისა და გარდაუვალი სასურსათო კრიზისის წინაშეა.
კომენტარები