მსოფლიოპოლიტიკაარტისტი

რუსეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველი მომღერალი, რომელმაც სანქციების გამო მილიონები დაკარგა და ახლა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება (ვიდეო)

რუსეთში მყოფმა ქართველმა მომღერალმა გრიგოლ ლეფსვერიძემ, იგივე გრიგორი ლეპსმა სანქციების გამო 20 მილიონი დოლარი დაკარგა. 

„პოპ მომღერალმა გრიგორი ლეპსმა აშშ-ისა და ევროპის სანქციების გამო დიდი თანხა დაკარგა“, – წერს KP.RU კონცერტის რეჟისორ კირილ ჩიბისოვზე დაყრდნობით.

მან აღნიშნა, რომ გასული 20 წლის განმავლობაში ლეპსი გამომუშავებული თანხის ნაწილს ამერიკულ და ბრიტანულ ბანკებში ინახავდა.

„ახლა მომღერალი ვერ წავა ვერც ლონდონში და ვერც ამერიკაში. მისი ყველა ანგარიში გაყინულია, მას არ აქვს ფულზე წვდომა.

ლეპსი იქ პერსონა ნონ გრატად გამოცხადებულია. გასაგებია, რომ მას უკანასკნელი თანხა არ დაუკარგავს, მაგრამ სანქციების სიების მსხვერპლია.

ჩემი შეფასებით, გრიგორი ლეპსმა 20 მილიონ დოლარზე მეტი დაკარგა“, – ამბობს ჩიბისოვი.

მანამდე გრიგორი ლეპსმა განქორწინების შემდეგ პირად ცხოვრებაში თავისუფლებაზე ისაუბრა.

„ახლა სრულიად თავისუფალ ფრენაში ვარ. ჩემი გული თავისუფალია, ჯერ არცერთ გოგოს არ დაუპყრია ის და მართალი გითხრათ, რთული იქნება მისი მოგება“, – თქვა 59 წლის მომღერალმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქალებში ყველაზე მეტად პატიოსნებას, წესიერებას და სიკეთეს აფასებს.

რუსული Telegram არხების ცნობით, გრიგორი ლეპსი უკრაინაში იმყოფება.

ის ოკუპირებულ დონბასში ჩავიდა, სადაც რუს ჯარისკაცებს შეხვდა და, სავარაუდოდ, კონცერტს გამართავს.

ამ ფაქტს უკრაინული მედია ასე ეხმაურება:

„ალბათ, კობზონის კონცერტზე მოხვედრა უნდა“, – წერს გამოცემა.

ცნობისთვის, გრეგორი ლეპსი იმ 47 მომღერალს შორისაა, რომლებსაც ოფიციალურმა კიევმა სანქციები დაუწესა.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close