უკრაინაში ქართველი „კანონიერი ქურდი“ მამუკა აპაკია დააკავეს. მას ივანო-ფრანკოვსკის ოლქში შესაძლო დივერსიულ საქმიანობას ედავებიან.
„კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებზე მუშაობისას, რომლებიც შესაძლოა ჩართულნი იყვნენ დივერსიულ აქტივობებში და ოკუპანტებთან თანამშრომლობაში, გამომძიებლებმა მიიღეს ინფორმაცია „კანონიერი ქურდის“ „მამუკას“ სამალავის შესახებ ივანო-ფრანკოვსკის რეგიონში“, – განმარტავს სამართალდამცავი უწყება.
განიმარტა, რომ მან „სტატუსი“ თურქეთში 2013 წელს მიიღო. ითვლება „კანონიერი ქურდის“ – ტარიელ ონიანის გარემოცვის წევრად.
45 წლის ქართველი კარპატების რეგიონში, კერძო სახლში აიყვანეს. ის რუსეთის მოქალაქეა.
მისი უკრაინიდან იძულებით გაძევების საკითხს სამართალდამცველები გადაწყვეტენ.
accentnews.ge
კომენტარები