იტალიასაზოგადოება
რომის ცენტრში 44 წლის ქალს გარეული ტახები დაესხნენ თავს
44 წლის ქალს რომის თითქმის ცენტრში გარეული ტახები დაესხნენ თავს. შემთხვევა შუაღამით მოხდა.
ქალი თავის ძაღლთან ერთად ტროტუარზე მიდიოდა დედაქალაქის ჩრდილოეთ რაიონის, ბალდუინის ერთ-ერთ ქუჩაზე – ანეო ლუკანოზე, როდესაც მას 8 გარეული ტახი დაესხა თავს.
დედაქალაქის დაუპატიჟებელი სტუმრები, როგორც ჩანს, ძაღლმა დააფრთხო და ამიტომ შეუტიეს მის პატრონს.
ჩლიქოსნებმა ქალი წააქციეს, თუმცა მან შეძლო გაქცევა და მომხდარის შესახებ კარაბინერებს შეატყობინა.
საბედნიეროდ, ქალს სერიოზული ჭრილობები არ მიუღია. არ დაზარალებულა ძაღლი.
Il Messaggero-ს ცნობით, სამხედროებმა დაათვალიერეს აღნიშნული რაიონი, თუმცა გარეული ცხოველების კვალს ვერ მიაგნეს. გამოძიება გრძელდება.
ნინო ხოშტარია
კომენტარები