რას არ გაიგებ/ფაქტებიიტალიასაზოგადოება

იტალიაში 18 წლის წინათ გარდაცვლილი ქალი კოვიდზე აუცრელობის გამო 100 ევროთი დააჯარიმეს

იტალიაში ქალი 100 ევროთი დააჯარიმეს იმის გამო, რომ კოვიდსაწინააღმდეგო აცრა არ გაიკეთა, თუმცა აღმოჩნდა, რომ სანქცირებული ქალბატონი 2004 წელს არის გარდაცვლილი.

ამ კურიოზულ ფაქტზე ინფორმაცია ყოველდღიურმა გაზეთმა La Nuova Sardegna-მ გამოაქვეყნა.

გაზეთის ცნობით, შეტყობინება ჯარიმის შესახებ, რომელსაც საგადასახადო სამსახური უგზავნის 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს Covid-19-ის წინააღმდეგ აუცრელობის გამო, მიუვიდა მარია სედას ლულაში (კომუნა ნუოროს პროვინციაში, კუნძულ სარდინიაზე), რომელიც 38 წლისა გარდაიცვალა 2004 წელს.

2022 წლის 9 მარტს გაგზავნილი შეტყობინება მარია სედას ქალიშვილმა, ანტონელამ გახსნა. იგი მამასთან ერთად იურისტს დაუკავშირდა სიტუაციის გასარკვევად. როგორც ჩანს, მოუწევთ ქალის გარდაცვალების მოწმობის წარდგენა, რათა მარია სედა საჯარო ადმინისტრაციაში არსებულ, აუცრელობის გამო დაჯარიმებულ მოქალაქეთა სიიდან ამოიღონ.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში 50 წელს გადაცილებულ მოქალაქეთათვის კოვიდსაწინააღმდეგო აცრის გაკეთება მიმდინარე წლის 15 ივნისამდე სავალდებულოა, აუცრელობის შემთხვევაში კი გათვალისწინებულია ჯარიმა 100 ევროს ოდენობით.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close