ვიდეომსოფლიოპოლიტიკა

„აზოვმა“ მარიუპოლის „აზოვსტალიდან“ მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის ვიდეო გამოაქვეყნა (ვიდეო)

პოლკმა „აზოვმა“ მარიუპოლის ქარხანა „აზოვსტალიდან“ მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის ვიდეო გამოაქვეყნა. 

გაეროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართულობით, „აზოვსტალის“ კატაკომბებიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია დღეს დაიწყო. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, 100 ადამიანისგან შემდგარი პირველი ჯგუფი კონტროლირებადი რაიონისკენ უკვე მიემართება. „ხვალ მათ ზაპოროჟიეში შევხვდებით“, – თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მარიუპოლიდან ევაკუაცია 2 მაისს, დილის 08:00 საათიდან განახლდება. ზელენსკიმ ევაკუაციაში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ევაკუაციის პროცესი არ ჩაიშლება.

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close