ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 2-8 მაისი

ამ კვირაში შეეცადეთ მოიქცეთ, როგორც გონიერი, წინდახედული ადამიანი, რომელმაც იცის, როგორ გაუმკლავდეს ცდუნებებს. არ არის რეკომენდებული სასიყვარულო თავგადასავლების დაწყება, მეუღლის ზურგს უკან რომანის გაბმა, ასევე, კოლეგების უყურადღებოდ დატოვება და ინვესტიციის განხორციელება რაიმე არაკანონიერ საწარმოში. გაჩნდება კითხვები ფულთან, შემოსავალთან და, ზოგადად, ფინანსურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით. ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშნის წარმომადგენლებს მოუწევთ რაღაცის დათმობა, კარმული შეცდომების გამოსწორება, ზოგი კი იგრძნობს, რომ ენერგიის დაგროვება სჭირდება. გარდა ამისა, ზოგიერთი ჩვენგანი ყურადღებას გაამახვილებს სულიერი განვითარების, ნიჭის რეალიზაციის საკითხებზე.

 

ვერძი

ამ პერიოდში ვერძის ნიშნის წარმომადგენლები ძალიან კრიტიკულები იქნებიან. უმჯობესი იქნება, თუ მოკლედ და არსებითად ისაუბრებთ. თქვენთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების ფინანსური მხარე და თქვენი პოზიტიური განწყობით ბევრის გაკეთება შეგიძლიათ როგორც საკუთარი თავისთვის, ისე სხვებისთვის. ასევე, შესაძლებლობა გექნებათ შეამციროთ მუშაობის ინტენსიური ტემპი – ეს საშუალებას მოგცემთ „გაიხსენოთ“ სახლი, საკუთარი თავი და სხვა სასიამოვნო რაღაცები. კარგი იქნება, თუ შაბათ-კვირას პატარა მოგზაურობას მოაწყობთ.

სასიკეთო დღეები: 4, 5.

არასასიკეთო დღე: 2.

 

კურო

აქტიური პერიოდია, თუ არ დაიზარებთ, ბევრს მიაღწევთ. შუა კვირაში მოსალოდნელია დაუგეგმავი შეხვედრები და ახალი ნაცნობობა. იყავით კომუნიკაბელური, მაგრამ არ ენდოთ ჭორებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ნათესავებთან ურთიერთობას საკუთარი ხელით გაანადგურებთ. ხუთშაბათს დამოუკიდებლად უნდა გადალახოთ ყველა სირთულე, რომელიც თქვენს გზაზე გაჩნდება. პარასკევს შეიტყობთ მნიშვნელოვან სიახლეს, რომელიც მთელი თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას გპირდებათ. ნუ დაელოდებით, როდის იქნებით მზად, დასახეთ გეგმა და დაიწყეთ მოქმედება! დრო ძალიან ძვირფასია და ნუ დაკარგავთ!

სასიკეთო დღეები: 2, 4.

არასასიკეთო დღე: 5.

 

ტყუპი

ახალი იდეები გეწვევათ, შეგიძლიათ ელოდოთ შთაგონებას და წარმატებას. თქვენი შეგრძნებები და აღქმა ოდნავ განსხვავებულად იმუშავებს, რისი წყალობითაც შეგიძლიათ შექმნათ ისეთი რამ, რასაც სხვა დროს ვერ შექმნიდით. საკითხი, რომელიც გაწუხებთ, წარმატებით მოგვარდება. დაელოდეთ კარგ ამბებს და ფულად შემოსავალს. შაბათ-კვირას შეეცადეთ საკმარისი ყურადღება დაუთმოთ საყვარელ ადამიანებს. წარმატებული იქნება მოგზაურობა და მივლინებები.

სასიკეთო დღეები: 4, 8.

არასასიკეთო დღე: 6.

 

კირჩხიბი

ამ კვირაში დაფიქრდებით, რომ უმჯობესია იმოქმედოთ გეგმის მიხედვით, მაგრამ ამისთვის ბევრი რამის დალაგება მოგიწევთ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. მარტო სხვების პრობლემების მოგვარებაზე ნუ გადაერთვებით, საკუთარსაც დროულად მიხედეთ. მათი მოგვარებით ზედმეტ ტვირთს მოიშორებთ. დროა პირად ცხოვრებაზე იზრუნოთ. ხუთშაბათს მაღალია ალბათობა, რომ დიდი ხნის უნახავ მეგობარს შეხვდეთ. შაბათს ღირს ძველი ნივთების და გრძნობების დალაგება და ნაგვის მოშორება არა მარტო სახლიდან, არამედ თავიდან.

სასიკეთო დღეები: 2, 3.

არასასიკეთო დღე: 4.

 

ლომი

დროა შეაფასოთ და დაასრულოთ გრძელვადიანი სამუშაო. სასურველია ახალ პროექტებს დაელოდოთ. პარტნიორის კატეგორიული სიტყვებისა და მოქმედებების გამო შესაძლებელია საქმიანი ურთიერთობების გაწყვეტის საშიშროების წინაშე დადგეთ. შეეცადეთ ყველა უთანხმოება რაც შეიძლება მშვიდობიანად მოაგვაროთ, დიდი სიფრთხილით და გააზრებულად, მოერიდეთ სერიოზულ კონფლიქტებს და ღია კამათს, რადგან ასეთ შემთხვევაში საკუთარი თავის გაკონტროლება გაგიჭირდებათ და შედეგად ორივე მხარე დაზარალდებით. შაბათ-კვირას მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, წადით ტყეში ან აგარაკზე.

სასიკეთო დღეები: 4, 8.

არასასიკეთო დღე: 3.

 

ქალწული

წვრილმანი პრობლემების მიუხედავად მთლიანობაში ეს კვირა ხელსაყრელი იქნება. პრობლემები, რომელთა გამოსწორებას წლის დასაწყისიდან ცდილობდით, მოგვარდება. ნუ უგულებელყოფთ რჩევებს, ისინი უმეტესწილად გონივრული იქნება. ეს კვირა მაინც არ იქნება აქტიური მოქმედებების პერიოდი, თუმცა კარგი იქნება, შემდეგი კვირების აქტივობებისთვის მოემზადოთ. თუ ვინმემ გაგანაწყენათ, ან თავად გაანაწყენეთ, ეცადეთ ხუთშაბათს მოაგვაროთ პრობლემა – ეს დღე კარგია მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის. შაბათ-კვირას მოაწყვეთ პიკნიკი ქალაქგარეთ.

სასიკეთო დღეები: 3, 6.

არასასიკეთო დღე: 5.

 

სასწორი

ეს პერიოდი ხელსაყრელია ცხოვრების წესის შესაცვლელად. ვარსკვლავები არჩევანის რამდენიმე შანსს მოგცემენ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ცვლილებები წარმატებული იქნება, განსაკუთრებით სასიყვარულო სფეროში. შუა კვირაში სასურველია მოიქცეთ უფრო მოკრძალებულად, თავი შეიკავოთ ხისტი და ღვარძლიანი კომენტარებისგან სხვებთან მიმართებაში და საჯაროდ არ ილაპარაკოთ. შაბათ-კვირა მხიარულად გაატარეთ, დიდხანს დაგამახსოვრდებათ! სიმშვიდეს და ხალისიან განწყობას არაფერი სჯობს.

სასიკეთო დღეები: 5, 8.

არასასიკეთო დღე: 2.

 

მორიელი

კეთილისმყოფლები ამ კვირაში „შეგაწევენ“ სიტყვებს, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ თქვენს ბედზე და თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ. თქვენ წინაშე ახალი გზები გაიხსნება – მოუსმინეთ კომპეტენტურ ადამიანებს. იდეები, რომელთა ხორცშესხმაშიც ჩაერთვებით, წარმატებით განხორციელდება და მოგებასაც მიიღებთ. ვარსკვლავები მოულოდნელ საჩუქარს გპირდებიან, მოემზადეთ არაჩვეულებრივი მოვლენებისთვის.

სასიკეთო დღეები: 3, 6.

არასასიკეთო დღე: 5.

 

მშვილდოსანი

ამ კვირაში თქვენი ყურადღება ყოველდღიურ საქმეებსა და მცირე ყოფით პრობლემებზე უნდა იყოს ორიენტირებული. საქმიან პარტნიორებთან თანამშრომლობა ორმხრივად მომგებიანი და ნაყოფიერი იქნება, თუ ეგოისტურ პირად ინტერესებს გვერდზე გადადებთ. ახლა ხელსაყრელი მომენტია რთული სიტუაციიდან გამოსასვლელად, რაც  კარიერული  წინსვლის საშუალებას მოგცემთ. პარასკევს არანაირი მნიშვნელოვანი საქმის დაწყება არ არის რეკომენდებული. შაბათ-კვირას მაღაზიებში შეიარეთ – საყიდლებზე სიარული სასიამოვნოც იქნება და სასარგებლოც.

სასიკეთო დღეები: 3, 7.

არასასიკეთო დღე: 2.

 

თხის რქა

ამ კვირაში  შეგიძლიათ ცდუნებას დაემორჩილოთ და საკუთარი თავი გაანებივროთ, თუმცა საზღვარს ნუ გადახვალთ – ვარსკვლავები შეგახსენებენ, რომ ადრენალინი სხვა გზითაც შეგიძლიათ გამოიმუშაოთ, ნუ მისცემთ თავს სარისკო ქმედების უფლებას. შაბათ-კვირას სურვილი გექნებათ, ცხოვრება მთელი სისავსით შეიგრძნოთ, ამიტომ არსებობს ნაჩქარევი გადაწყვეტილებების და არასწორი ნაბიჯების გადადგმის რისკი. შეეცადეთ ფრთხილად იყოთ. ახლა რაც გჭირდებათ, კარგი დასვენებაა, ასე რომ, თუ შესაძლებელია, წადით ქალაქგარეთ სპა სასტუმროში.

სასიკეთო დღეები: 2, 3.

არასასიკეთო დღე: 8

 

მერწყული

გამორიცხული არ არის, რომ ამ კვირაში თქვენი აქტივობა გარკვეულწილად შეზღუდული იყოს ობიექტური მიზეზების გამო. ნუ ცურავთ დინების საწინააღმდეგოდ, დარჩით დროებით განზე და სწორედ ეს ტაქტიკა მიგიყვანთ საუკეთესო შედეგამდე. ხუთშაბათს იყავით ფრთხილად, რადგან შესაძლებელია მიზანმიმართულად დამახინჯებული ინფორმაცია მიიღოთ, ასევე მოიმატებს არაკეთილმოსურნეების და კონკურენტების აქტივობაც. კარგი იქნება, თუ კვირა დღეს მეგობრებთან ერთად გაატარებთ.

სასიკეთო დღეები: 3, 7.

არასასიკეთო დღე: 5.

 

თევზები

იზრუნეთ მომავალზე, რაც მეტ ძალისხმევას დახარჯავთ და წინდახედულობას გამოიჩენთ, მით უფრო გაგიადვილდებათ სირთულეებთან გამკლავება. ორშაბათს და სამშაბათს უმჯობესია თავი აარიდოთ გულახდილ საუბრებს, არ არის საჭირო  ყველა „კარტის გახსნა“. თქვენი შემოქმედებითი პროექტის განხორციელების გზაზე სხვათა უკმაყოფილების გამო შესაძლებელია დაბრკოლებები. ხუთშაბათს საქმიან მოლაპარაკებებში საუკეთესოდ შეძლებთ მიაღწიოთ იმას, რაც გსურთ. შაბათი კარგი დღეა მცენარეების მოვლისთვის, მიწის სამუშაოებისთვის, ასე რომ, თუ აგარაკი გაქვთ, წასვლას ნუ დააყოვნებთ.

სასიკეთო დღეები: 2, 4.

არასასიკეთო დღე: 7.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close