საზოგადოებასპორტი

კრივის ლეგენდა მაიკ ტაისონმა თვითმფრინავში მგზავრი მუშტებით „მიჭირხვნა“ (ვიდეო)

ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე, სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი მაიკ ტაისონი ისევ სკანდალში გაეხვია. ინციდენტი 20 აპრილს მოხდა თვითმფრინავში, რომელიც სან ფრანცისკოდან ფლორიდაში მიფრინავდა.

ტაისონი თვითმფრინავის სალონში თავის მეგობართან ერთად იჯდა. არსებული ინფორმაციით, მან გაფრენის წინ ყველა მსურველთან სელფი გადაიღო, თუმცა მის უკან მჯდომი ახალგაზრდა მამაკაცი ამან არ დააკმაყოფილა და ყველანაირად ცდილობდა მოკრივესთან გამოლაპარაკებას.

კრივის ლეგენდა თავიდან ითმენდა აბეზარი მგზავრის გამოხდომებს და ზრდილობიანად ეცადა მის დამშვიდებას, მაგრამ ბოლოს მოთმინება დაკარგა, მოუბრუნდა და სახეში რამდენჯერმე მუშტი უთავაზა.

დაზარალებულ ახალგაზრდა მამაკაცს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ინციდენტის შესახებ მან პოლიციაში განცხადება დაწერა. სამართალდამცველებს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

55 წლის მოკრივის წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ მაიკის თავდასხმა მის უკან მჯდომი მგზავრის პროვოცირებული იყო, ახალგაზრდა კაცი ძალიან მთვრალი იყო, აგრესიულად იქცეოდა და მოკრივეს წყლის ბოთლიც კი ესროლა.

ინციდენტი ვიდეოკამერამაც აღბეჭდა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close