საზოგადოება

„თუ ლოცულობ, მაგრამ არ გეძლევა ის, რაზეც ლოცულობ, ამას ორი მიზეზი აქვს…“ – რა უნდა ვიცოდეთ ლოცვის ძალის შესახებ (ვიდეო)

რა არის ლოცვის ძალა? როგორ შეუძლია ლოცვას, სიცოცხლისკენ მოაბრუნოს ადამიანი? როგორ შეუძლია მას სნეულის განკურნება? რატომ სთხოვენ ღმერთს თავიანთი შვილების დაცვას?  როგორ ანუგეშებს ლოცვა სასოწარკვეთილებაში მყოფთ? ანდა როგორ შეიძლება, ლოცვა დაგვეხმაროს კრიზისის დროს?

თუ ჩვენ ვლოცულობთ, მაგრამ არ გეძლევა ის, რასაც შევთხოვთ უფალს , ამას ორი მიზეზი აქვს – სწორედ ამ მიზეზებზე საუბრობს დეკანოზი საბა ჭიკაიძე:

„უფალმა თქვა თვითონ, რომ თუკი მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა მაინც გექნებათ, ამ მთას ეტყვით: აღიფხვარ ამიერ და შთავარდი ზღვადო და ასეც იქნებაო. რა თქმა უნდა, ლოცვას უდიდესი ძალა აქვს. თუ თქვენ მთელი გულითა და სიწრფელით ილოცებთ, ყველაფერი მოგეცემათ ღვთისგან. ჩვენ არ ვლოცულობთ ისე, როგორც საჭიროა და იმიტომაც ვერ ვიღებთ იმას, რაც გვინდა, რომ გვქონდეს“.

„წმინდა მამები გვეუბნებიან: თუ შენ ლოცულობ, მაგრამ არ გეძლევა ის, რასაც ლოცულობ, ორი ვარიანტია ამის. ან შენ რწმენა არ გყოფნის, რომ ისეთი სარწმუნოებით ილოცო, როგორც საჭიროა, ან ბოროტად ითხოვ, ითხოვ ისეთ რაღაცას, რაც შენთვის ან სხვა ადამიანისთვის იყოს დამაზარალებელი. ღვთისგან არ მოგეცემა, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება დამაზარალებელი იყოს. ამას ღვთისგან ვერ მიიღებ. როდესაც შენ სწორს ითხოვ, სწორად ითხოვ, ითხოვ ისეთ რამეს, რაც შენი სულისა და სხვა ადამიანისთვის გამოსადეგია, ასეთ შემთხვევაში, მოგეცემათ ღვთისგან. ღმერთი მოსიყვარულე, მოწყალე მამაა, ყველას პატრონობს და აუცილებლად მიიღებთ თქვენს სათხოვარს, ჩემო ძვირფასებო“, – აღნიშნა მამა საბა ჭიკაიძემ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close