ეკონომიკასაქართველო

საუკუნის პროექტი – რიკოთის ახალი ჩქაროსნული მაგისტრალური გზის მშენებლობა გრძელდება (ვიდეო)

საუკუნის პროექტის – რიკოთის ახალი ჩქაროსნული მაგისტრალური გზის მშენებლობა გრძელდება.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა ურთულეს გეოგრაფიულ მარშრუტზე და ურთულესი საინჟინრო კონსტრუქციებით ხორციელდება.

რიკოთის მონაკვეთი ჩქაროსნული გზის მშენებლობაში ერთგვარი გარდამტეხი პროექტი იქნება, რომლის განხორციელების შედეგადაც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში უკვე აშენებული ჩქაროსნული გზის მონაკვეთები ერთმანეთს დაუკავშირდება.

რიკოთის საუღელტეხილო 51.6 კმ-იანი გზის, ხევი-უბისის 12.2 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში 20 გვირაბი და 38 ხიდი შენდება.

ხევი-უბისის მონაკვეთზე 28 ხიდისა და 17 გვირაბის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, გაჭრილია 4 გვირაბი, ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია 3 გვირაბსა და 6 ხიდზე.

საერთო ჯამში, ამ დროისთვის სამუშაოები მიმდინარეობს 81 ხიდისა და 48 გვირაბის ასაგებად, საიდანაც 13 გვირაბი უკვე გაჭრილია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close