საზოგადოებასაქართველო

ზვიად გამსახურდიას შვილიშვილი ხედა 2 თვის ხდება – ვისი სახელი დაარქვეს გოგონას

გიორგი გამსახურდიას ქალიშვილი 6 მარტს 2 თვის გახდება. პატარას ხედა ჰქვია.

როგორც სოციალურ ქსელში თინათინ მღვდლიაშვილი წერს, გიორგი გამსახურდიამ შვილს იმ ქალის სახელი დაარქვა, რომელმაც მას გროზნოში დედობა გაუწია.

„სასიხარულო ამბავი! ამ ურთულეს დღეებში, ამ ქარბუქში, სასიხარულო ამბავი მინდა გამცნოთ. პოლონეთში დაიბადა ბატონი ზვიად გამსახურდიას შვილიშვილი, გიორგი გამსახურდიას და ანი აბულაძის შვილი, მზე-გოგო, ხედა გამსახურდია! ქართველებო, მივულოცოთ გიორგის და ანის ეს დიდი სიხარული და ბედნიერება. პაწია გოგონას სახელმა არ გაგაკვირვოთ, ამ სახელს თავისი ლამაზი ისტორია აქვს. ჩვენი პრინცესა 6 მარტს 2 თვის გახდება. გილოცავთ, გამსახურდიებო! გამრავლდით, იხარეთ, ჩემო ძვირფასებო! თქვენ ამას იმსახურებთ!

ვიცი, რომ სახელმა გაგაკვირვათ. გიორგიმ იმ ჩეჩენი ქალბატონის სახელი დაარქვა პაწია გოგოს, ვინც დედობას უწევდა გროზნოში, ანუ დედობილის სახელი. ასე მოევლინა სამყაროს ხედა გამსახურდია“, – წერს თინათინ მღვდლიაშვილი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close