მსოფლიოპოლიტიკა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინთან 3-საათიანი შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტ ზელენსკის დაურეკა

Time of Israel-ის ცნობით, დღეს, 5 მარტს კრემლში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელიც სამ საათს გაგრძელდა. ისრაელმა შეხვედრა აშშ-სთან, გერმანიასა და საფრანგეთთან კოორდინაციით გამართა, ინფორმირებული იყო კიევიც.

The Jerusalem Post-ის ცნობით, შეხვედრის ცენტრალური თემა იყო სიტუაცია უკრაინაში; ასევე, განიხილეს ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ერთობლივი ყოვლისმომცველი მოქმედების გეგმის თაობაზე. გამოცემის წყაროს მტკიცებით, ისრაელის სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი ამ შეთანხმებასთან დაბრუნების წინააღმდეგია.

ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე ნაფტალი ბენეტმა უკრაინაში ებრაელთა და ებრაული თემების მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, ნაფტალი ბენეტს მოსკოვში ვიზიტისას თან ახლდნენ ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი და ეროვნული უშიშროების საბჭოს დირექტორი ეიალ ჰულათა, მრჩეველი დიპლომატიურ საკითხებში შიმრით მეირი და პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი მათან სიდი.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი პუტინთან შეხვედრის შემდეგ ბერლინში გაემგზავრება, სადაც გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდება, თუმცა ამ ვიზიტის ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ნაფტალი ბენეტი ტელეფონით ვოლოდიმირ ზელენკის ესაუბრა.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close