მსოფლიოპოლიტიკა

„უარესი ჯერ კიდევ წინ არის“ – ემანუელ მაკრონის განცხადება ვლადიმირ პუტინთან საუბრის შემდეგ

3 მარტს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ  საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ პუტინი მთელი უკრაინის დაკავებას ცდილობს და რომ „უარესი ჯერ კიდევ წინ არის“. ამის შესახებ უკრაინული მედია BFMTV-ზე დაყრდნობით იუწყება.

მედიის ცნობით, პუტინმა მაკრონს განუცხადა თავისი ურყევი გადაწყვეტილების შესახებ, გააგრძელოს შეტევა და მთელ ქვეყანაზე „აიღოს კონტროლი“.

მხარეთა შორის გამართული საათნახევრიანი სატელეფონო საუბრის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტმა მაკრონს უთხრა, რომ „რუსული არმიის ოპერაცია მოსკოვის გეგმის მიხედვით ვითარდება“ და თუ უკრაინელები მის პირობებს არ მიიღებენ, სიტუაცია გამწვავდება. „იმის გათვალისწინებით, რაც პრეზიდენტმა პუტინმა უთხრა, პრეზიდენტი მაკრონი უარესს ელოდება“, – აცხადებენ ელისეს სასახლეში.

მათივე ინფორმაციით, პუტინმა მაკრონს დეტალურად გააცნო რუსეთის პირობები: „უპირველეს ყოვლისა, უკრაინის დემილიტარიზაცია და ნეიტრალური სტატუსი, რათა რუსეთს არასოდეს შეექმნას საფრთხე მისი ტერიტორიიდან“. აგრეთვე, პუტინი ისევ საუბრობს „დენაციფიკაციაზე“, როგორც ომის დასაწყისში.

მედიის ინფორმაციით, პუტინი ირწმუნება, რომ „ინფორმაცია კიევზე სარაკეტო თავდასხმების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება“.

მაკრონმა პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close