ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 28 თებერვალი – 6 მარტი

28 თებერვალი და 1-ლი მარტი კლებადი მთვარის პერიოდია. ამ დღეებში შესაძლოა მეგობრებმა დახმარება გთხოვონ. ნუ შეაფასებთ გადაჭარბებით საკუთარ შესაძლებლობებს, გონივრულად დაგეგმეთ თქვენი საქმეები და არ ინერვიულოთ წვრილმანებზე – წინააღმდეგ შემთხვევაში ნერვული აშლილობა გარანტირებულია.

2 მარტს ახალმთვარეობაა. ამ დღეს ფრთხილად იყავით ავტომობილის მართვისას და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მოხმარებისას. საქმე ბევრი გექნებათ. თქვენს  მოვალეობებს ნუ გადააბარებთ ახლობლებსა და მეგობრებს და გახსოვდეთ: რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის.

3-იდან 6 მარტის ჩათვლით მზარდი მთვარეა. 3 მარტის შემდეგ ყველაფერი მშვიდად განვითარდება. გარდა ამისა, გელით სასიამოვნო შეხვედრები, საინტერესო ნაცნობობა და შესანიშნავი მოგზაურობები.

ვერძი

ეს პერიოდი ყველაზე პროდუქტიული იქნება მიზანდასახული ადამიანებისთვის. ახლა ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ, უბრალოდ, კარგად დაფიქრდით და ისე ჩაერთეთ „თავგადასავალში“, რომელიც შესაძლოა ახალმა ნაცნობებმა შემოგთავაზონ. ამ კვირაში თქვენს გულუხვობას საზღვარი არ აქვს. თუ ახლა მოიძებნება ადამიანი, ვინც შეგაჩერებთ, რომ ფული აქეთ-იქით არ მიმოფანტოთ, მაშინ ჩათვალეთ, რომ  ძალიან გაგიმართლათ. ხელსაყრელი დროა საოფისე ტექნიკისა და  მუსიკალური ინსტრუმენტების შესაძენად. პლანეტების ხელსაყრელი პოზიციის წყალობით, ვერძები, რომლებიც გიჟდებიან გაზაფხულზე, ახლა ბედნიერებისგან ბრწყინავენ და ახლა მათთან მხოლოდ საუბარიც კი სასიამოვნო იქნება.

სასიკეთო დღეები: 4, 6.

არასასიკეთო დღე: 2.

 

კურო

პლანეტების ხელსაყრელი პოზიცია ამ პერიოდში კუროს შინაგან და გარეგანი ცვლილებების საშუალებას აძლევს, სურვილი გიჩნდებათ, უკეთესობისკენ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება, დაიპყროთ ახალი ჰორიზონტები, მაგრამ როგორ განხორციელდება ეს სურვილები, უკვე თქვენზეა დამოკიდებული. ამ ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი უბრალოდ მყისიერად გარდაიქმნება, შეცვლის საკუთარ თავს და გარემოს, გაიზრდება მათი ავტორიტეტი და სანდოობა, ბევრი კი ჩვეულებრივ გააგრძელებს ცხოვრებას, მაგრამ ექნებათ ჯერ კიდევ გამოუვლენელი შესაძლებლობების აღმოჩენის შესაძლებლობა. ვარსკვლავების რჩევით, ამ კვირაში ძალიან ნუ დაიტვირთებით და ფულიც უმჯობესია ნაკლები დახარჯოთ. სესხის აღებასაც მოერიდეთ.

სასიკეთო დღეები: 28, 3.

არასასიკეთო დღე: 6.

 

ტყუპი

მოგიწევთ ამ კვირაში გადახედოთ თქვენი მოქმედებების სტრატეგიას და გარკვეულწილად დაუბრუნდეთ ძველ მიდგომებს. პირველ რიგში, ეს ეხება პროფესიულ საქმიანობას და გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობას. ახლა სწორედ შესაფერისი დროა გადადგათ მთელი რიგი ნაბიჯი, რაც თქვენი გავლენის სფეროს გაფართოებაში დაგეხმარებათ, მაგრამ ვარსკვლავების რჩევით, ყველაფერს ბოლომდე ნუ გაამხელთ – მაინც შეინახეთ საიდუმლო, არავის გაუმხილოთ გეგმები, რადგან თქვენი კონკურენტებიც ფხიზლად არიან. შაბათ-კვირა მაქსიმალურად დაუთმეთ საკუთარ თავს, უმჯობესია ყურადღება სპორტულ აქტივობაზე გაამახვილოთ.

სასიკეთო დღეები: 1, 4.

არასასიკეთო დღე: 5.

 

კირჩხიბი

მარტის დასაწყისში გრძელდება თქვენი ნიშნისთვის პლანეტების ხელსაყრელი კომბინაცია, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ თებერვალში დახმარებას გარედან ელოდით და გარშემომყოფები სასიხარულო ამბებს გატყობინებდნენ, მარტის პირველ რიცხვებში კი თავად უნდა იდარდოთ თქვენს კეთილდღეობაზე და დამოუკიდებლად შეიტანოთ წვლილი სიტუაციების განვითარებაში. ვისაც უამრავი საქმე დაუგროვდა, ახლა მათ მოგვარებაზე უნდა იზრუნოს. სამსახურში მეტი ყურადღება მიაქციეთ გამოცდილი კოლეგებისა და მენეჯერის რჩევებს. ნუ უგულებელყოფთ კომუნიკაციას ახალ ნაცნობებთან. შაბათ-კვირა საოჯახო საქმეებისგან დაისვენეთ – უმჯობესია დრო მეგობრების გარემოში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 3, 6.

არასასიკეთო დღე: 2.

 

ლომი

ვარსკვლავების გავლენით, ამ კვირაში თავდაჯერებულობას იგრძნობთ და გექნებათ ყველაფერი, რაც გეგმების განხორციელებისთვის გჭირდებათ – რისკზე წასვლის და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი. კონტრაქტების გაფორმებისას ნუ შეგეშინდებათ ფასის გაზრდა, განსაკუთრებით უახლოეს დღეებში, ორშაბათიდან დაწყებული. გამოიყენეთ თქვენი გონება და შესაძლებლობები სასარგებლო, ნაყოფიერი საქმეებისთვის  და  დაჯილდოვდებით. მარტოხელა ლომებს 3-იდან 6 მარტამდე პერიოდში ახალი ნაცნობობა ელით. თქვენზეა დამოკიდებული, გექნებათ თუ არა ურთიერთობის გაგრძელების სურვილი.

სასიკეთო დღეები: 1, 4.

არასასიკეთო დღე: 6.

 

ქალწული

ამ კვირაში ქალწულებს გონებაში მუდმივად უტრიალებთ „სწავლა, სწავლა და ისევ სწავლა!“ სხვათა შორის, 2022 წელი შესანიშნავი დროა უცხო ენების სწავლის დასაწყებად. შესაძლებელია შეხვედრა უცხოელებთან ან რაიმე სხვა ღონისძიება, რომელიც სწავლისკენ გიბიძგებთ. და საერთოდ, ეს კვირა მნიშვნელოვანი პერიოდია იმ საკითხების განსახილველად, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ. ოჯახურ ურთიერთობებში სიმშვიდე, სასიყვარულო ურთიერთობებში კი ცვლილებებია მოსალოდნელი. შაბათ-კვირას, თუ გადაუდებელი სამუშაო არ გაქვთ, შეგიძლიათ ცოტა იზარმაცოთ, ან სტუმრად წახვიდეთ.

სასიკეთო დღეები: 2. 5.

არასასიკეთო დღე: 28.

 

სასწორი

ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება ხელს უწყობს თქვენი საცხოვრებელი სივრცის გაფართოებას. დაიწყეთ რემონტი, გადააკეთეთ ოთახები (სასწორს უყვარს 50 პატარა ოთახის გაკეთება – დედისთვის, მამისთვის, შვილისთვის… და კატისთვისაც კი). ეს იდეალური კვირაა სხვა ადგილას გადასასვლელად, ქალაქი იქნება ეს, რეგიონი თუ ქვეყანა. ზოგადად, ამ წლის განმავლობაში აუცილებლად უნდა ეწვიოთ სხვა ქვეყანას. თქვენს პროფესიულ სფეროში მოსალოდნელია კონკურენციის ძლიერი გამწვავება. შეეცადეთ ნერვებს არ აჰყვეთ და ენერგია დაზოგოთ. მათ, ვინც დიეტაზე იმყოფება, ვარსკვლავები ურჩევენ გაითვალისწინონ, რომ შეუძლიათ ცოტა შეამსუბუქონ ეს დიეტა, მაგრამ არ დაარღვიონ.

სასიკეთო დღეები: 3, 6.

არასასიკეთო დღე: 1.

 

მორიელი

ეს განსაკუთრებით ხელსაყრელი კვირაა მორიელებისთვის. ამ ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენლის სასიყვარულო ასპარეზზე მზიანი დღეებია, ბევრ მათგანში კი შემოქმედებითი განწყობა გაიღვიძებს. მოსალოდნელია ბევრი საინტერესო და მომგებიანი კონტრაქტი. საყოფაცხოვრებო საქმეების მოგვარებაც გადასარევად გამოგდით, თუმცა ყველაფერს საკუთარ თავზე ნუ აიღებთ. შესაძლებელია მოულოდნელი მოგზაურობა და თანხის მიღება, რის იმედიც აღარ გქონდათ  – დახარჯეთ ის გონივრულად!

სასიკეთო დღეები: 28, 6.

არასასიკეთო დღე: 3.

 

მშვილდოსანი

ამ კვირაში კლდეს დაემსგავსებით: ახლა დაბნეულობა თქვენგან შორსაა, გონებაში სრული სიცხადე და მოქმედების მკაფიო გეგმა გაქვთ. აშკარად ხედავთ პერსპექტივას, იკავებთ აქტიურ ცხოვრებისეულ პოზიციას, ავლენთ წარმოუდგენელ შრომისმოყვარეობას. ხელსაყრელი კვირაა საქმიანი წამოწყებისთვის, მაგრამ ზუსტად უნდა იცოდეთ, რამდენს მიიღებთ თქვენი შრომისთვის. ახლა მზად ხართ ნებისმიერი დავალების შესასრულებლად. შეგიძლიათ პარალელურად რამდენიმე პროექტზე იმუშაოთ – კარიერაც და პირადი ცხოვრებაც უმაღლეს დონეზე იქნება. შაბათ-კვირას კარგად დაისვენეთ!

სასიკეთო დღეები: 3, 6.

არასასიკეთო დღე: 1.

 

თხის რქა

ეს დრო თქვენთვის დაკავშირებულია მედიასთან, ტელევიზიასთან, ინტერნეტთან, ურთიერთობებთან…ახლა კარგია ჩანაფიქრის განხორციელება, ფულის დახარჯვა სარეკლამო კამპანიაში, თქვენი პროდუქტის პოპულარიზაცია, ახალი ლოგოს შემუშავება, სავიზიტო ბარათების დამზადება…  ახლა მომავლით უნდა დაკავდეთ, ან ძველ პროდუქტს ახალი სახე მიანიჭოთ. საქმის კეთებისას (ბიზნესში) უნდა იყოთ მომთმენი და შეგეძლოთ ურთიერთდათმობებზე წასვლა. გაუფრთხილდით მოულოდნელ ხარჯებს!

სასიკეთო დღეები: 4, 6.

არასასიკეთო დღე: 28.

 

მერწყული

ამ კვირაში თქვენი იღბლიანობა იზრდება და განსაკუთრებული ძალისხმევა არ დაგჭირდებათ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ. მერწყულებისთვის ეს არის ძალიან სასიამოვნო პერიოდი, ცხოვრების ხალისი, სიმღერები, გართობა, ხმაურიანი კომპანიები. წადით თეატრებსა და მუზეუმებში, დატკბით ხელოვნებით, აჩუქეთ დღესასწაული საკუთარ თავს და საყვარელ ადამიანებს – ვინც ეძებს, ის ყოველთვის იპოვის! თუ მარტოხელა ხართ, მზად იყავით საბედოსთან შესახვედრად.

სასიკეთო დღეები: 2, 4.

არასასიკეთო დღე: 6.

 

თევზები

ამ კვირაში იღბალი თქვენს მხარესაა ფინანსური კუთხით. თევზები მიდრეკილნი არიან ასიამოვნონ საკუთარ თავს, უპირველეს ყოვლისა, იყიდონ რაიმე საკუთარი თავისთვის – ამიტომ ახლა არცერთი პატარა მაღაზია (დიდზე რომ არაფერი ვთქვათ) ყურადღების მიღმა არ დაგრჩებათ. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ურჩევნიათ 25 პატარა ნივთი იყიდონ, ვიდრე ერთი მნიშვნელოვანი შენაძენი გააკეთონ. ეს პერიოდი თქვენთვის ძალიან ხელსაყრელია, საფულეში საკმარისი თანხა გექნებათ და ვარსკვლავების რჩევით, უმჯობესია ის ქალაქგარეთ სამოგზაუროდ გამოიყენოთ. შაბათ-კვირა სავსე იქნება საინტერესო მოვლენებით.

სასიკეთო დღეები: 4, 5.

არასასიკეთო დღე: 3.

 თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close