მსოფლიო

ჩერნობილში რადიაციამ მოიმატა – რა გახდა მიზეზი და არის თუ არა ის საფრთხის შემცველი ამჟამად?

უკრაინის ბირთვულმა სააგენტომ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ 25 თებერვალს გაავრცელეს განცხადება, რომ ჩერნობილის ბირთვულ სადგურზე რადიაცია გაიზარდა. სადგურს ამჟამად რუსი სამხედროები აკონტროლებენ.

ბირთვული სააგენტოს ექსპერტების განცხადებით, რადიაციული ფონის გაუარესება უკავშირდება მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას, რამაც რადიოაქტიური მტვერი ჰაერში ამოწია, თუმცა ისინი არ აქვეყნებენ ზუსტ მონაცემებს, თუ რამდენადაა მომატებული რადიაცია სადგურზე.

„დაიწყო რადიაციის ზრდა. ის ამ მომენტში კიევისთვის კრიტიკული არ არის, თუმცა დაკვირვებას ვაგრძელებთ“, – განაცხადეს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ჩერნობილის 1986 წლის ბირთვული კატასტროფის ადგილი, რომელიც ჯერ კიდევ რადიაქტიულია, კიევიდან 100 კილომეტრშია. მეზობელ პოლონეთში განაცხადეს, რომ მათ ტერიტორიაზე რადიაციის ზრდა არ დაფიქსირებულა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close