მსოფლიო

ატლანტის ოკეანეში ათასობით ძვირადღირებული ავტომობილით დატვირთული გემი დაიწვა

ატლანტის ოკეანეში ძვირადღირებული ავტომობილებით დატვირთულ გემს, რომელიც აშშ-ის მიმართულებით მიცურავდა, ცეცხლი გაუჩნდა. ეკიპაჟის 25-მდე წევრმა სამაშველო ნავით ხომალდი დატოვა. 

The New York Times-ის ინფორმაციით, სატვირთო გემის ბორტზე ათასობით ავტომობილია განთავსებული, მათ შორის, 1 100-მდე Porsche, 4 000-მდე Volkswagen-ი და 200 Bentley.

სატვირთო გემს ხანძარი 16 თებერვალს გაუჩნდა, მცდელობის მიუხედავად ეკიპაჟმა მისი ჩაქრობა ვერ შეძლო.

კომპანია Volkswagen-მა დაადასტურა, რომ გემზე მათი წარმოების ათასობით ავტომობილია განთავსებული და ხანძარმა, სავარაუდოდ, მათი დიდი რაოდენობა დააზიანა. ზარალის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

tabula.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close