ბელგიაში დასაქმებულებს 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადაიყვანენ და უფლებას მისცემენ, სამსახურის შემდეგ უფროსები სრულად დააიგნორონ
ბელგიის მთავრობა მუშაობს ცვლილებათა პაკეტზე, რომლის მიხედვითაც, დასაქმებულები კვირაში მხოლოდ 4 დღე შეძლებენ მუშაობას. ამასთან, მათ უფლება ექნებათ, სამუშაო საათების შემდეგ გათიშონ ელექტრონული მოწყობილობები, ხოლო უფროსები ვერ შეძლებენ, მათ რაიმეს გაკეთება ზეგანაკვეთურად დაავალდებულონ, – ამის შესახებ EuroNews-ი წერს.
„ჩვენ ორი რთული წელი გავიარეთ. ამ შეთანხმებით ჩვენ შუქს ავუნთებთ ეკონომიკას, რომელიც ახლა უფრო ინოვაციური, მდგრადი და ციფრულია. ჩვენი მიზანია, შევძლოთ ხალხისა და ბიზნესის გაძლიერება“, – განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კრომ პრესკონფერენციაზე, რომელზეც ცვლილებები დააანონსა.
მოქალაქეებს ექნებათ უფლება, სრული განაკვეთით იმუშაონ და ამ შემთხვევაში მოქნილი გრაფიკის მოთხოვნას შეძლებენ.
შესაძლოა ცვლილებების ამოქმედებას რამდენიმე თვე დასჭირდეს, რადგან მიღებამდე კანონპროექტმა მრავალი მოსმენა უნდა გაიაროს.
imedinews.ge
კომენტარები