კრიმინალი

82 წლის მამამ, რომელმაც შვილი მოკლა, პოლიციას შოკისმომგვრელი ჩვენება მისცა – გამაოგნებელი ფარული ჩანაწერები საქმიდან

„ნოდარ მელაძის შაბათის“ გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გორის პოლიციის გამყოფილებაში გაკეთებული ჩანაწერი მოიპოვა, სადაც პენსიონერი, 82 წლის  კარლო მეგრელიშვილი გამომძიებელს უხსნის, რატომ მოკლა 43 წლის  ვაჟი.

მამის მტკიცებით, 43 წლის შვილი  ყოველ დღე აგინებდა ან ურტყამდა ან ქუჩაში აგდებდა. პენსიონერი პოლიციელს უყვება,  რომ საბედისწერო დღეს სახლში დაბრუნებულმა შვილმა ისევ გინება დაუწყო და მან დანა 30-ჯერ ჩაარტყა.

„კი ვაღიარებ, აღარ შემეძლო მაგის ტერორი“,- ყვება კაცი ჩვენებაში.

ფარულ ჩანაწერში რომელიც პოლიციის განყოფილებაშია გაკეთებული, მოხუცი აღწერს, რომ მისი ვაჟი ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული  და ამის გამო წლების განმავლობაში ჯოჯოხეთში ცხოვრობდა. ირკვევა, რომ ხშირად ზამთრის ყინვაში პენსიონერი ქუჩაში იყო შვილი, ღამეს სახლში არ ათენებინებდა.

აღიარებით ჩვენებაში 82 წლის პენსიონერმა შვილის მკვლელობა გამომძიებლებს დეტალურად აღუწერა. თქვა, რომ მას დაზიანება ჯერ ხორცის საჭრელი დანით ზურგში მოულოდნელად მიაყენა. დაჭრილი შვილი მამას წინააღმდეგობას უწევდა, თუმცა კარლო მეგრელიშვილმა მას ამ დროს კიდევ ერთი დანით ათობით ჭრილობა მიაყენა.

„რომ დავჭერი სამზარეულოს დანით, მერე კიდევ მაგინებდა, მერე ავიღე პურის დანა… პურის საჭრელი დანა ეგდო, ხუთჯერ ექვსჯერ ჩავარტყი“,- ყვება მოხუცი.

მკვლელობამდე ხუთი დღით ადრე მამა შვილს შორის კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა. 82 წლის კაცს ვაჟმა  თავი გაუტეხა. სწორედ თავის არეში მიყენებულ დაზიანებებს უჩვენებდა, მოსამართლეს პროცესზე კარლო მერგელიშვილი.

82 წლის კაცი, რომ შვილის ძალადობის მსხვერპლი წლების განმავლობაში იყო ეს მისმა მეზობლებმაც დაადასტურეს. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ადგილობრივების ნაწილი  არ უარყოფს, რომ გიორგი მეგრელიშვილი ბოლო დროს ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული, რაც მამა-შვილს შორის ჩხუბის მიზეზი ხშირად ხდებოდა.

tvpirveli.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close