შეუცნობელიჰოროსკოპი

დასახელდა ყველაზე იღბლიანი თვეები ზოდიაქოს ნიშნებისთვის 2022 წელს

ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს თავისი იღბლიანი თვე (ები) აქვს, რომელსაც მისთვის წარმატება და ფინანსური კეთილდღეობა მოაქვს. ნახეთ, რომელია თქვენი იღბლიანი თვე (ები) 2022 წელს და განეწყვეთ კარგი ამბებისთვის.

ქალწულებისთვის აგვისტო და სექტემბერი (და ნაწილობრივ ოქტომბერიც) საუკეთესო იქნება როგორც პირად ურთიერთობებში, ისე კარიერისა და ფინანსების მხრივ. განსაკუთრებით გაუმართლებთ მათ, ვინც სიახლეებზეა ორიენტირებული და შრომა არ ეზარება.

თხის რქებისთვის 2022 წლის პირველი (იანვარი) და ბოლო (დეკემბერი) თვეები იქნება განსაკუთრებით იღბლიანი. შემოსავლის ახალი კარგი წყარო გამოგიჩნდებათ. იზრდება ლატარიაში მოგების შანსი.

ტყუპს ვარსკვლავები მაისსა და ივნისში ჰპირდებიან წარმატებებს. მათ იღბალი განსაკუთრებით გაუღიმებთ სამსახურში, დიდი ალბათობით, დაწინაურებას უნდა ელოდონ. ასტროლოგები ტყუპებს ურჩევენ, ფუჭად არ დახარჯონ ენერგია იანვარსა და ოქტომბერში და თავიდანვე წარუმატებლობისთვის განწირულ პროექტებში არ ჩაერთონ.

სასწორებისთვის სექტემბერსა და ოქტომბერში იქნება განსაკუთრებით მოწყალე ფორტუნა. 9-იდან 30 სექტემბრამდე მათ სასიამოვნო სიურპრიზები ელით, მაგალითად, კარიერული წინსვლა და სასიამოვნო და სასარგებლო არაერთი ახალი ნაცნობობა.

მერწყულებისთვის წარმატებული  თვეები კი იანვარი და თებერვალია, თუმცა მაისსა და ივნისშიც ადვილად გადაჭრიან ყველა პრობლემურ საკითხს სამსახურში – ამ თვეებში პირად ცხოვრებაშიც წარმატებას მიაღწევთ.

კუროებს მშვიდი პერიოდი ელოდებათ და შეუძლიათ განიტვირთონ. ნებისმიერი მიზნის მიღწევისას კარგი იქნება, თუ ზედმეტ ემოციურობას არ გამოიჩენთ. ყველაზე წარმატებული პერიოდი თქვენთვის გაზაფხულია, განსაკუთრებით კი აპრილი და მაისი. ამ თვეებში კარგი ამბები გელოდებათ – დიდი ძალისხმევა არც გჭირდებათ, ბედი თავად იზრუნებს თქვენ სასიკეთოდ.

კირჩხიბებმა ივნისსა და ივლისზე უნდა გააკეთონ გათვლა – თუ რაიმე სანუკვარი მიზანი და სურვილი აქვთ, სწორედ ამ თვეებში მიეცემათ  მისი განხორციელების შესანიშნავი შესაძლებლობა. მოსალოდნელია დაწინაურება სამსახურშიც.

მორიელებს კი ოქტომბერსა და ნოემბერში გაუმართლებთ, თუმცა ამისთვის აუცილებელია, არ გაუშვან ხელიდან კარგი შემოთავაზებები და სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ. არ მოგერიდოთ სანდო და მცოდნე ადამიანებისთვის რჩევის კითხვა.

თევზებისთვის იღბალი თებერვალსა და მარტში იღიმის, აპრილსა და მაისში კი მათ შემოქმედებითი უნარები განსაკუთრებით გამოადგებათ. მარტოხელა თევზებმა შესაძლოა რომანტიკული ურთიერთობები დაიწყონ, რომელიც ნამდვილ, დიდ სიყვარულში გადაიზრდება.

ვერძებს ზაფხულში გაუმართლებთ როგორც ფინანსური კუთხით, ისე სიყვარულში – ივლისი და აგვისტო მათთვის კარგი გაგებით „ცხელი“ იქნება.

ლომებისთვის კი იღბალი ნოემბერსა და დეკემბერში მოიცლის – კარიერული წინსვლისა და ფინანსური შემოსავლების ზრდის კარგი შესაძლებლობები გამოუჩნდებათ. პირადი ცხოვრებაშიც სასიამოვნო სიურპრიზებია მოსალოდნელი.

მშვილდოსნებს კი მარტსა და აპრილში გაუმართლებთ – სხვა კარგ ამბებთან ერთად, რამდენიმე ხნის წინათ ჩაფიქრებული პროექტის დაწყებისთვის შესანიშნავი სიტუაცია შეიქმნება და კარგი პარტნიორებიც გამოჩნდებიან. კარგად გათვალეთ ყველა დეტალი და დაგეგმეთ თითოეული ნაბიჯი – პროექტი გრძელვადიანი და შემოსავლიანი იქნება.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close