ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 31 იანვარი – 6 თებერვალი

31 იანვარს მთვარე კლებადია. დროა თქვენი ჰობი იპოვოთ, რომელიც თავისუფალ დროს შეგივსებთ. მათ, ვინც მსგავსი რამ უკვე იპოვა, საკუთარი ნიჭის ახალი ასპექტები უნდა ეძებონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია პიროვნული განვითარებისა და ფსიქოლოგიური სტაბილურობისთვის.

პირველ თებერვალს ახალმთვარეობაა. დიდი ალბათობით, ამ დღეს მოწყენილობა დაგეუფლებათ. მძიმე პერიოდია ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. ნუ გადაიტვირთებით, დაკავდით ყოველდღიური რუტინით და მნიშვნელოვანი საქმეები სხვა დროისთვის გადადეთ.

2 თებერვლიდან 6 თებერვლამდე მთვარე მზარდია. იდეალური დროა, რომ რაღაც ახალი შეისწავლოთ. შეიძლება ეს იყოს კვალიფიკაციის ამაღლება, ან უბრალოდ საინტერესო წიგნის წაკითხვა. იფიქრეთ იმაზე, რის სწავლა შეგიძლიათ და ეცადეთ, ჩანაფიქრი განახორციელოთ.

 

ვერძი

ეს კვირა დაკავშირებული იქნება რუტინული მოვალეობების შესრულებასთან როგორც სამსახურში, ისე სახლში. შესაძლოა ბევრი საყოფაცხოვრებო საქმის გაკეთება მოგიწიოთ. ამავე დროს, ნუ მოგერიდებათ და გამოხატეთ საკუთარი გრძნობები თქვენი მეორე ნახევრის მიმართ. რატომ არ უნდა მოუწყოთ მას რომანტიკული საღამო, კიდევ ერთხელ აუხსნათ სიყვარული? ყველა ვერძს დატვირთული შაბათ-კვირა ელის. სამუშაოები სასიამოვნო და სასარგებლო იქნება, მაგრამ არც ის დაივიწყოთ, რომ ჯანმრთელობას გაფრთხილება სჭირდება.

სასიკეთო დღეები: 3, 6.

არასასიკეთო დღე: 31.

 

კურო

ამ დღეებში კატეგორიულად აკრძალული გაქვთ აჩქარება. გააკეთეთ ყველაფერი მშვიდად, ნუ მიაქცევთ ყურადღებას, თუ გაჩქარებენ. სამსახურში ყურადღებას ნუ გაფანტავთ გარეშე რამეებზე, არსებობს შეცდომის დაშვების რისკი. სახლში შესაძლებელია პრობლემები და უთანხმოება ოჯახის წევრებთან. ამინდი დადებით განწყობას შეგიქმნით, ამიტომ კარგი იქნება, თუ ფიზიკურ ვარჯიშებს გაიხსენებთ, ეს საგრძნობლად გააუმჯობესებს თქვენს ჯანმრთელობას და შეგმატებთ ძალას, რაც ახალი მიღწევებისთვის გამოგადგებათ.

სასიკეთო დღეები: 5, 6.

არასასიკეთო დღე: 3.

 

ტყუპი

უახლოეს დღეებში უფრო მძაფრი რეაქცია გექნებათ წყენებზე, ვიდრე ოდესმე. შეეცადეთ მაქსიმალურად შეიკავოთ თავი და ემოციებს არ აჰყვეთ. ახლა შეგიძლიათ დაისახოთ ახალი მიზნები და და მათი განხორციელების გზებზე იფიქროთ. კონცენტრირება, უპირველეს ყოვლისა, ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებზე მოახდინეთ და ამ ეტაპზე მეორეხარისხოვანი უგულებელყავით. არანაირი სიზარმაცე, დათმობა და უკან დახევა. საპირისპირო სქესთან ურთიერთობისთვის განსაკუთრებით წარმატებული დღეები იქნება 31 იანვარს და პირველ თებერვალს.

სასიკეთო დღეები: 4, 6.

არასასიკეთო დღე: 2.

 

კირჩხიბი

ამ კვირაში რთული პერიოდი გაქვთ: მავანს თქვენი გაცურება სურს. შეეცადეთ კონტაქტი არ გქონდეთ უცხო ადამიანებთან. ნუ დახარჯავთ თანხას უსაგნო ახირებებზე, რადგან მოგვიანებით ინანებთ. და ვისაც მავნე ჩვევები გაქვთ, იცოდეთ, რომ ახლა ძალიან კარგი დროა მათგან თავის დასაღწევად. გაიზრდება ინტერესი ინფორმაციის, მოგზაურობის, განათლების მიმართ. გრძნობები, რასაც მეგობრებთან ავლენთ, უკან გაორმაგებულად დაგიბრუნდებათ.

სასიკეთო დღეები: 2, 4.

არასასიკეთო დღე: 6.

 

ლომი

ეს კვირა წარმატებული იქნება და უახლოეს მომავალშიც პოზიტიური ცვლილებები გელოდებათ, თუმცა ამისთვის სათანადო ძალისხმევაც დაგჭირდებათ. მიმართეთ დახმარებისთვის ახლო მეგობარს, თუ ეს დაგჭირდებათ. ეს პერიოდი შეიძლება დაჩრდილოს ბავშვებთან ურთიერთობის სირთულეებმა. შეეცადეთ შაბათ-კვირა კარგად დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 3, 5.

არასასიკეთო დღე: 1.

 

ქალწული

ჩაატარეთ თქვენი წარსულის სერიოზული ანალიზი – შეცდომები, მოვლენები გააანალიზეთ. ამის საფუძველზე მოგიწევთ აწმყოს კორექტირება. არ აჰყვეთ ემოციებს!  ნურავის ნურაფერს დაჰპირდებით, მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას და მოერიდეთ სარისკო გადაწყვეტილებებს, რომლებშიც ბოლომდე დარწმუნებული არ ხართ. შაბათ-კვირა მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოიყენეთ.

სასიკეთო დღეები: 1, 3.

არასასიკეთო დღე: 5.

 

სასწორი

ამ პერიოდის განმავლობაში კარგი განწყობა გექნებათ. გამოიყენეთ შესაძლებლობა და მოაგვარეთ საკითხები, მოაწყვეთ შეხვედრები. კვირის დასაწყისში მომგებიან წინადადებას მიიღებთ – ხელიდან არ გაუშვათ ეს შესაძლებლობა.  დიდი შანსია, ამ კვირაში ვინმე შეგიყვარდეთ და თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო, რომანტიკული პერიოდი დაიწყოს.

სასიკეთო დღეები: 2, 4.

არასასიკეთო დღე: 6.

 

მორიელი

ახლა მთელი თქვენი ყურადღება ჯანმრთელობისკენ უნდა იყოს მიმართული. ყველაფერი კარგადაა, მაგრამ პროფილაქტიკა ცუდი არ იქნება – ექიმებს გარკვეული დრო დაუთმეთ. ეცადეთ სამსახურში მნიშვნელოვანი პროექტები არ დაიწყოთ, ახლა მათი განხორციელებისთვის ძალები ნამდვილად არ გეყოფათ. უმჯობესია მარტივი ყოველდღიური საქმეებით დაკავდეთ. კარგი დროა საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად.

სასიკეთო დღეები: 4, 5.

არასასიკეთო დღე: 31.

 

მშვილდოსანი

ამ კვირაში ჯანმრთელობა პრიორიტეტი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში რთული იქნება იმის რეალიზება, რაც ჩაფიქრებული გაქვთ. სამსახურში თქვენი რეპუტაცია მთლიანად თქვენს ქმედებებზე იქნება დამოკიდებული. ახლა მნიშვნელოვანია ფული არ ისესხოთ, თორემ ეს ძალიან შეგაწუხებთ. უმჯობესია მთელი თქვენი ენერგია მიმართოთ იქით, რომ დამატებითი შემოსავალი მიიღოთ, მით უმეტეს, რომ ამის დიდი შანსი გაქვთ.

სასიკეთო დღეები: 3, 5.

არასასიკეთო დღე: 1.

 

თხის რქა

ეს კვირა ხელსაყრელია სამსახურში გრანდიოზული გეგმების განსახორციელებლად.  მოემზადეთ სერიოზული, თუმცა სასიამოვნო საქმეებისთვის როგორც სახლში, ისე სამსახურში. ყველაფერს ღიმილით შეხედეთ და აუცილებლად გამოგივათ – იღბალი თქვენ მხარესაა. იყავით უფრო ფრთხილად მანქანის მართვის დროს. ეს შაბათ-კვირა მხიარული იქნება, დროს არაჩვეულებრივად გაატარებთ.

სასიკეთო დღეები: 4, 6.

არასასიკეთო დღე: 1.

 

მერწყული

თუ წონის დასაკლებად ამ კვირაში დიეტაზე ყოფნას აპირებთ, ჯობია თქვენი გეგმები სხვა დროისთვის გადადოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდ ენერგიას დახარჯავთ და შედეგი კი არ გაგახარებთ. ორშაბათს შეხვდებით ადამიანს, რომელსაც ბევრი რამის შეცვლა შეუძლია თქვენს ცხოვრებაში. იფიქრეთ პოზიტიურად და აკეთეთ ის, რისი კეთებაც კარგად გამოგდით.

სასიკეთო დღეები: 3, 5.

არასასიკეთო დღე: 2.

 

თევზები

სამუშაოზე არც ისე სასიამოვნო სიურპრიზები გელით. კოლეგებთან ჯერ გულწრფელი ნუ იქნებით, ძველი პროექტები დაასრულეთ და ახალზე ფიქრი დაიწყეთ.  ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ოჯახს – მათ თქვენი სიყვარული და ზრუნვა სჭირდებათ, მაგრამ საკუთარი თავიც არ დაივიწყოთ! თბილი აბაზანა, საყვარელი წიგნი და არომატული ყავა – ეს ისაა, რაც გჭირდებათ.

სასიკეთო დღეები: 5, 6.

არასასიკეთო დღე: 3.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close