კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 24-30 იანვარი
24-იდან 30 იანვრის ჩათვლით კლებადი მთვარის პერიოდია. ამ დღეებში ბევრი იგრძნობს დაღლილობას, სისუსტეს, ძილიანობას. ეს ის შემთხვევაა, როცა საკუთარ სურვილებს უნდა მიჰყვეთ. თუ შესაძლებელია, შეეცადეთ მაქსიმალურად დაისვენოთ!
ნებისმიერი ახალი ნაცნობობა, რომელიც ახლა შედგება თქვენს ცხოვრებაში, აუცილებლად გაგრძელდება. შეიძლება რომელიმეს რომანტიკული ქვეტექსტიც ჰქონდეს. ზოგადად, უმჯობესია ეს დრო აქტიურად გაატაროთ. დაგეგმეთ ეს კვირა ისე, რომ რაც შეიძლება დატვირთული იყოს ეს დღეები და ნაკლები თავისუფალი დრო გქონდეთ.
სასიკეთო დღეები: 25, 28.
არასასიკეთო დღე: 30.
კურო
შესანიშნავი დროა კარიერაში წინსვლისთვის. მზად იყავით, რომ ხელმძღვანელობის წინაშე თავი გამოიჩინოთ, ახალი პროექტის განხორციელების შესაძლებლობას ხელიდან ნუ გაუშვებთ. ოჯახის წევრები თავიანთი პრობლემების გამო მოგმართავენ – მოგიწევთ დახმარება. ძალები პერიოდის ბოლომდე ამოგეწურებათ, ამიტომ შეეცადეთ შაბათ-კვირა მშვიდად გაატაროთ და ენერგია აღიდგინოთ – ამისთვის კი განმარტოება გჭირდებათ.
სასიკეთო დღეები: 25, 27.
არასასიკეთო დღე: 29.
ტყუპი
ამ კვირაში ენერგია გაცილებით მეტი გექნებათ, ვიდრე ოდესმე, მთავარია სწორი მიმართულებით მიმართოთ. სამუშაოსთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება ფრთხილად მიიღეთ. ეცადეთ არ იჩხუბოთ, განსაკუთრებით საყვარელ ადამიანებთან – ამ პერიოდში დაწყებული კონფლიქტები მალე არ მოგვარდება. 28 იანვრიდან 30 იანვრამდე საკუთარი თავი რაიმე სასიამოვნოთი გაახარეთ.
სასიკეთო დღეები: 25, 28.
არასასიკეთო დღე: 24
მორიდების დრო არ არის! აჩვენეთ თქვენი ძლიერი მხარეები სხვებს. პერიოდი ხელსაყრელია შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებისთვის: მუზა გესტუმრება… ვარსკვლავები ამ პერიოდში ფულის სესხებას არ გირჩევენ. 27 იანვარს განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ ფინანსებთან დაკავშირებით. შეეცადეთ შაბათ-კვირა ოჯახურ გარემოში გაატაროთ.
სასიკეთო დღეები: 28, 30.
არასასიკეთო დღე: 25.
კვირის პირველი დღეები მოულოდნელ და სასიამოვნო მოვლენებს გპირდებათ როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში. გამოჩნდება საინტერესო დავალებები, რომლებსაც დიდი ენთუზიაზმით შეასრულებთ. კვირის მეორე ნახევარში ლომების წინაშე ბავშვები რთულ ამოცანებს დააყენებენ. მოემზადეთ მათთან გასამკლავებლად. მარტოხელა ადამიანებს მეორე ნახევრის პოვნის რეალური შანსი აქვთ, თუ განტვირთვისთვის შაბათ-კვირას სადმე გაისეირნებენ.
სასიკეთო დღეები: 27, 29.
არასასიკეთო დღე: 24.
ეს კვირა გპირდებათ წარმატებებს სამსახურში, მნიშვნელოვან პროფესიულ გამარჯვებებს. ბევრი მოვლენა ახლა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ რეაგირებთ მასზე, ამიტომ შეეცადეთ განწყობა აიმაღლოთ და ყველაფერს ოპტიმიზმით შეხედოთ. მათ, ვისაც დიდი ხანია სურს სპორტით დაკავება, ვარსკვლავები ამცნობენ, რომ ახლა ამისთვის მშვენიერი პერიოდია – აღარ გადადოთ! ამ კვირაში ძალიან გაგიადვილდებათ ვარჯიშის რეჟიმის გათავისება.
სასიკეთო დღეები: 26, 28.
არასასიკეთო დღე: 25.
უმჯობესია მნიშვნელოვანი საქმეები ახლავე დაასრულოთ: მოგვიანებით მათ ბევრი პრობლემის მოტანა შეუძლიათ. შეეცადეთ ამ პერიოდში არავის არაფერს დაჰპირდეთ, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებსაც კარგად არ იცნობთ. ფოკუსირება მოახდინეთ სამუშაოზე ან სწავლაზე, ხოლო საოჯახო საქმეები შეიძლება უკანა პლანზე გადაიტანოთ.
სასიკეთო დღეები: 26, 28.
არასასიკეთო დღე: 29.
მორიელი
ამ კვირაში ბევრი საქმე გექნებათ, ამავე დროს, ხანდაზმულ მშობლებს უფრო მეტი ყურადღება დასჭირდებათ. ნუ მოგერიდებათ, დახმარებისთვის კოლეგებს მიმართოთ. თქვენი გამძლეობის წყალობით ყველაფერს ბრწყინვალედ მოაგვარებთ. შუა კვირაში შეიძლება შეგრცხვეთ არც ისე დიდი ხნის წინ ჩადენილი შეცდომის გამო – ძალიანაც ნუ იღელვებთ, შეცდომას ყველა უშვებს, მთავარია, რომ გამოსწორების შანსი გექნებათ. შეეცადეთ შაბათ-კვირა მარტომ, მშვიდად გაატაროთ და ყველაფერი კარგად გაიაზროთ.
სასიკეთო დღეები: 27, 30.
არასასიკეთო დღე: 25.
მშვილდოსანი
ამ კვირაში დროის დიდი ნაწილი ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის გამოიყენეთ. იდეალური იქნება, თუ ერთობლივ დასვენებას მოაწყობთ. ახლა შეგიძლიათ და უნდა დახარჯოთ გამომუშავებული თანხა: შესყიდვები წარმატებული იქნება. ხელსაყრელი დღეებია ოდესღაც ძვირფასი კავშირების აღსადგენად. 26 იანვარს წადით სილამაზის სალონში სასიამოვნო პროცედურებისთვის.
სასიკეთო დღეები: 25, 27.
არასასიკეთო დღე: 29.
ამ კვირაში ბევრი რამ გექნებათ მოსაფიქრებელი და გადასაწყვეტი. თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის რწმენა ნამდვილად დაგეხმარებათ. ინტუიცია მიგანიშნებთ, როგორ მოიქცეთ ორაზროვან სიტუაციებში. საკადრისი პასუხი გაეცით, თუ თქვენს ინტერესებს ხელყოფენ. დასამშვიდებლად ვარსკვლავები გირჩევენ საოჯახო საქმეები შეასრულოთ. ბინაც მოწესრიგებული გექნებათ და სულიერ ჰარმონიას იპოვით.
სასიკეთო დღეები: 25, 26.
არასასიკეთო დღე: 28.
ახლა ნუ იჩქარებთ, უმჯობესია კარგად გაიაზროთ და მერე მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაცია ექსპერტებთან გაიარეთ. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგება ამ დღეებში ძალზე არასასურველია. შაბათ-კვირას მოიმთავრეთ საქმეები, რომლებიც გადადებული გქონდათ.
სასიკეთო დღეები: 28, 30.
არასასიკეთო დღე: 25.
საკმაოდ რთული იქნება, ცდუნებებს წინააღმდეგობა გაუწიოთ, მაგრამ ამის გაკეთება მოგიწევთ. პერიოდი სახიფათოა: თევზების ნიშნის ბევრი წარმომდგენლისთვის შესაძლოა პარტნიორთან ურთიერთობა ახლა არასწორად წარიმართოს. ზოგადად, შეეცადეთ ამ დღეებში იყოთ უფრო რბილი და უფრო ხშირად წახვიდეთ კომპრომისზე, რათა ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობაში ბზარი არ გაჩნდეს.
სასიკეთო დღეები: 27, 29.
არასასიკეთო დღე: 24.
თამთა გურული
კომენტარები