სპორტი

ლეგენდარული ქართველი მშვილდოსანი, ოლიმპიური ჩემპიონი ქეთევან ლოსაბერიძე გარდაიცვალა

ლეგენდარული ქართველი მშვილდოსანი ქეთევან ლოსაბერიძე 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ქეთევან ლოსაბერიძე იყო ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული; 2002-2005 წლებში იგი მეთაურობდა საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნულ ფედერაციას.

ქეთევან ლოსაბერიძე ჯერჯერობით პირველი და ერთადერთი ქალია ევროპიდან, რომელმაც ოლიმპიური მედალი მოიგო მშვილდოსნობაში (1980 წელს, მოსკოვის ოლიმპიადაზე).

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი თავის ფეისბუქგვერდზე წერს სპორტსმენის გარდაცვალების შესახებ და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს და საქართველოს სპორტულ საზოგადოებას.

ქეთევან ლოსაბერიძე დაიბადა 1949 წლის 1 აგვისტოს სოფელ ლეყერეთში, ტყიბულის რაიონში.

სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა მათემატიკის კათედრაზე, კითხულობდა ზოგადი მათემატიკის კურსს.

ლეგენდარული ქართველი მშვილდოსანი ქალი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენითა (2018) და ხალხთა მეგობრობის ორდენით.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close