მედიცინასაბერძნეთი

ბერძენმა მეცნიერმა დაასახელა თარიღი, როდის წავა დასასრულისკენ პანდემია

არისტოტელეს უნივერსიტეტის პროფესორი ვარაუდობს, რომ 20 თებერვლიდან „ომიკრონი“ „დასრულდება“

კორონავირუსის შტამ „ომიკრონით“ ინფიცირების ტალღა 20 თებერვალს დასრულდება – ეს, სავარაუდოდ,  COVID-19-ის ბოლო მუტაციაა, – განაცხადა თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის პროფესორმა დიმოსთენის სარიანისმა (Δημοσθένης Σαρηγιάννης) ახალი ამბების საიტ Newsbeastისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ცნობილმა ბერძენმა მეცნიერმა ეს განცხადება პანდემიის მორიგი „შეუკავებელი“ ტალღის განვითარების მათემატიკურ მოდელზე დაყრდნობით გააკეთა.

დიმოსთენის სარიანისი

ბოლო 5 დღეა, საბერძნეთში ყოველდღიურად კორონავირუსით ინფიცირების ახალ-ახალი რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება, დომინანტი შტამი კი ქვეყანაში „ომიკრონი“ გახდა. 5 იანვარს EODY-მ 43 386 ახალი შემთხვევის შესახებ განაცხადა, საიდანაც 69 საბერძნეთში შემომსვლელებს დაუფიქსირდათ. ბოლო ერთ დღეში კიდევ 62 პაციენტი გარდაიცვალა.

სარიანისის თქმით, საბერძნეთში ინფიცირების შემთხვევების ზრდადი ტენდენცია 20-22 იანვრამდე გაგრძელდება და ერთი კვირის განმავლობაში ინფიცირების საშუალო დღიური მაჩვენებელი 66 ათასს მიაღწევს. პრაქტიკულად, ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა ზოგიერთ დღეს 80 000, 100 000 შემთხვევაც დაფიქსირდეს. პროფესორის აზრით, კვირის საშუალო დღიური მაჩვენებლის გამოთვლა უფრო სწორი მეთოდია ყოველდღიურთან შედარებით.

„ამრიგად, 20 თებერვალს, „ომიკრონის“ ტალღის პიკიდან ერთ თვეში მისი დაღმასვლა დასრულდება. საშუალოდ შემთხვევების ყოველკვირეული რაოდენობა 3500-4000 იქნება და უკვე გვექნება „ომიკრონის“ დასასრული – ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს უკვე იმუნიტეტი გამოუმუშავდება“, – განაცხადა სარიანისმა.

მისივე სიტყვებით, დიდად სავარაუდოა, რომ ეს კორონავირუსის ბოლო „ბრდღვინვა“ იყოს.

„და თუნდაც „ომიკრონი“ კორონავირუსის ბოლო „ნახტომი“ იყოს, რასაც ვხედავთ და რაც ძალიან სავარაუდოა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივეცეთ თვითკმაყოფილებას, რომ ყველა ადვილად გადავიტანთ დაავადებას და დაავასრულებთ მას“, – დასძინა პროფესორმა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close