მიხეილ სააკაშვილი ელის მარია სააკაშვილზე: ჩემი ყველაზე საყვარელი გოგო და უმცროსი შვილი
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავის საპატიმროდან ფეისბუქით გაავრცელა საახალწლო მილოცვა, რომელსაც თან ახლავს მომღერალ სოფო ნიჟარაძის და მისი ქალიშვილის ორი ფოტო.
„ეს პირველი ახალი წელია, რომელსაც ციხეში ვხვდები, მაგრამ შევეცადე ოპტიმიზმი მაინც არ დამეკარგა და ამაშიც მეპოვნა სიკეთის მარცვალი. დიახ, სამაგიეროდ, წელს პირველი წელია, როდესაც ტელევიზორის ეკრანიდან თავის დედიკოსთან ერთად სცენიდან მოგვესალმება „მთავარი არხის“ საახალწლო კონცერტის ყველაზე პატარა მონაწილე, ელის მარია სააკაშვილი. ჩემი ყველაზე საყვარელი გოგო და ყველაზე უმცროსი შვილი. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შესაძლებლობა მაქვს და ჩემი ახალი წელი სხვებისგან გამორჩეულია არა ციხის კედლებით, არამედ ჩემი საყვარელი გოგოს სატელევიზიო დებიუტით“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
„გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს. 2022 წელს აუცილებლად უნდა შევცვალოთ ყველაფერი ისე, რომ ჩვენი შვილები უფრო ლაღები და ბედნიერები გახდნენ!“ – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალური ქსელით გამოქვეყნებულ მილოცვაში.
მიხეილ სააკაშვილს ორი ვაჟი, ედუარდი და ნიკოლოზი ჰყავს სანდრა რულოვსთან ქორწინებიდან.
radiotavisufleba.ge
კომენტარები